შეცვლის თუ არა Fed-ის გამკაცრება სებ-ის გადაწყვეტილებას რეფინანსირების განაკვეთის გადახედვისას?

შეცვლის თუ არა Fed-ის გამკაცრება სებ-ის გადაწყვეტილებას რეფინანსირების განაკვეთის გადახედვისას?

access_time2022-06-20 11:00:45

მაისში ქვეყანაში ინფლაცია 13.3%-მდე გაიზარდა, ხოლო რეფინანსირების განაკვეთი უკვე 11%-ია. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 22 ივნისსაა ჩანიშნული და როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აღნიშნავს, პოლიტიკა გამკაცრდება იქამდე, სანამ ინფლაციის მოლოდინების მოთოკვის ნიშნები არ გამოჩნდება.


ეროვნული ბანკში აცხადებენ, რომ უნდა დააკვირდნენ იმ შედეგებს, რომლებიც როგორც სებ-ის, ასევე აშშ-ის FED-ის მიერ იყო მიღებული, რომელმაც მონეტარული პოლიტიკა 0.75 პუნქტით გაამკაცა. სებ შეისწავლის Fed-ის საქართველოზე გადმოცემის ეფექტებსაც, თუმცა ეს განაკვეთებსა და დაკრედიტებაზე მყისიერად არ აისახება.


„მიუხედავად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა, საკრედიტო აქტივობა წლის განმავლობაში მაღალ დონეზე ნარჩუნდება, მათ შორის ერთი მხრივ, სამომხმარებლო, ხოლო მეორე მხრივ - უცხოური ვალუტის სესხების ხარჯზე. შესაბამისად, ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდის მიუხედავად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი აშშ დოლარით მოზიდული სახსრების სარეზერვო მოთხოვნებზე დარიცხვას ფიქსირებულად 0 პროცენტზე შეინარჩუნებს. საჭიროების შემთხვევაში, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ზრდის ტემპის შესამცირებლად, ეროვნული ბანკი დამატებით ზომებსაც მიღებს, მათ შორის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნის არსებული ზედა ზღვრის (ამჟამად - 25%) ზრდის ჩათვლით. ამავე დროს, მოსალოდნელია, რომ ბოლო პერიოდში მიღებული მაკროპრუდენციული ზომები ხელს შეუწყობს სამომხმარებლო სესხების ზრდის არსებული მაღალი ტემპების ეტაპობრივ კლებას“,  აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.


თიბისი ჯგუფის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ რეფინანსირების განაკვეთი სავარაუდოდ უცვლელად დარჩება, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის ზეწოლა მაღალია.



„ჩვენი პროგნოზით რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დარჩება, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის ზეწოლა მაღალია და საამისოდ რამდენიმე არგუმენტი გვაქვს. კერძოდ, ინფლაცია მაინც მიწოდების მხრიდან არის. ჩვენთან თუ საკრედიტო აქტივობა და ეკონომიკის ზრდა შემცირდება, ეს ბენზინის, ხორბლის და ზეთის ფასზე მაინც არ იმოქმედებს. მართალია ინფლაციის შიდა კომპოტენტიც არის, მაგრამ შედარებით მცირე და ვფიქროთ, რომ ამ არგუმენტით განაკვეთი არ გაიზრდება. ამასთან, საკითხავია ლარის გაძვირება საერთოდ ანელებს თუ არა ეკონომიკის ზრდას საქართველოში.


არსებობს ცალკე თემა, რომ ეროვნული ბანკისთვის ლარიზაციის საკითხი მნიშვნელოვანია და მაღალი განაკვეთი ამას ხელს უშლის. გარდა ამისა, კურსზე ზეწოლა განაკვეთის გამკაცრების გარეშეც გვაქვს, ძლიერია შემოდინებები, ამიტომ ერთადერთი საშუალება ინფლაციასთან საბრძოლველად, მონეტარული პოლიტიკის კუთხით, არის ლარის კურსის კიდევ უფრო გამყარება“,  ამბობს ოთარ ნადარაია.


Galt & Taggart-ის ეკონომისტის ლაშა ქავთარაძე ამბობს, რომ ინფლაციური შოკის მოსათოკად მონეტარულთან ერთად თანმიმდევრული ფისკალური პოლიტიკის გატარებაც აუცილებელია.


„არსებული ინფლაციური შოკის მოთოკვა მხოლოდ მონეტარულ პოლიტიკას არ შეუძლია, მნიშვნელოვანია ფისკალური პოლიტიკაც. 2020 წლიდან მოყოლებული ფისკალური დეფიციტი ძალიან მაღალია და ეს მაკროეკონომიკაში ბევრს ცვლის. 2022 წელს წნეხის შესამსუბუქებლად აუცილებელია, ბიუჯეტის დეფიციტი უფრო ნაკლები იყოს, ამიტომ არ უნდა მოხდეს ზრდის მიმართულებით ხარჯების დაკორექტირება, არამედ - პირიქით. თუ გვინდა, ინფლაცია იყოს მეტ-ნაკლებად მოთოკილი, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ერთი მიმართულებით უნდა მიდიოდეს. არანაირი ფისკალურ-მონეტარული პოლიტიკა არ მოგვცემს გარანტიას, რომ ინფლაცია 3%-ს დაუბრუნდება წლის ბოლომდე, მაგრამ შემცირების ტენდენცია უნდა დავინახოთ“, - ამბობს ლაშა ქავთარაძე.


საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 11 მაისს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 11.0%-ზე დატოვა, მას შემდეგ, რაც განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით გაზარდა მარტში. 2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 191400 სესხია გაცემული, მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up