„საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, 1-ელი ნოემბრის მონაცემებით რეფინანსირების განაკვეთზე 184 ათასი, დაახლოებით 10 მლრდ ლარამდე მოცულობის, სესხია მიბმული.
როგორც „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში განაცხადა, ეს იმას ნიშნავს, რომ, რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შემდეგ, 184 ათას მსესხებელს საპროცენტო განაკვეთი არ შეეცლება. 2023 წლიდან კი საპროცენტო განაკვეთის კლებაა მოსალოდნელი, რაც გამოიწვევს იმას, რომ 200 000-მდე მსესხებელი სესხზე ნაკლებ თანხას გადაიხდის.
„8%-დან 11%-მდე ეტაპობრივად გაიზარდა საპროცენტო განაკვეთი, რამაც მნიშვნელოვნად გაუძვირა მსესხებლებს ყოველთვიური მომსახურება. თუმცა, შეიმჩნევა ტენდენცია, რომ ეს მაჩვენებელი არა თუ ზევით წავა, არამედ ქვევით წამოვა. რაც გამოიწვევს იმას, რომ დაახლოებით 200 000-მდე მსესხებელს შესაძლებლობა ექნება, რომ სესხზე ნაკლები თანხა გადაიხადოს. თუმცა, კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანია მსესხებლებს ვურჩიოთ, რომ საპროცენტო განაკვეთების გაზრდის მიუხედავად, სესხი ლარში აიღონ. რადგან ტენდენცია მომავალი წლის მეორე ნახევრიდან იქნება ისეთი, რომ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას დაიწყებს“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.