„რეფორმერ ფიტნესი“ რეგულაციებზე უარს ამბობს - დარბაზში შესვლა „მწვანე პასპორტის“ გარეშეა შესაძლებელი

„რეფორმერ ფიტნესი“ რეგულაციებზე უარს ამბობს - დარბაზში შესვლა „მწვანე პასპორტის“ გარეშეა შესაძლებელი

access_time2022-01-27 15:00:30

მიუხედავად იმისა, რომ სპორტ-დარბაზებში შესვლა „მწვანე პასპორტის“ გარეშე აკრძალულია, „რეფორმერ ფიტნესში“ ეს შეზღუდვა არ მოქმედებს. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას დარბაზის მფლობელი გიორგი ფუტკარაძე აცხადებს, „რეფორმერში“ ვარჯიშისთვის ვიზიტორებს არც PCR ტესტს სთხოვენ.


გიორგი ფუტკარაძე აღნიშნავს, რომ „ომიკრონის“ გავრცელების მასშტაბების მიუხედავად, მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ და სიმპტომიანი ადამიანები დარბაზში არ დადიან.


„ომიკრონის გავრცელებამ მომხმარებელთა რაოდენობაზეც იმოქმედა, თუმცა ტრაგიკულად არ აღვიქვამთ ამას. თუ კი ჩვენს მომხმარებლებს უდასტურდებათ ვირუსი, ან აქვთ სიმპტომები, ისინი პასუხისმგებლობას იჩენენ, გვირეკავენ და დარბაზში არ მოდიან. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ დარბაზში ჯერ არ დაფიქსირებულა ისეთი მომხმარებელი, რომელიც გაციებულია, ან რაიმე სიმპტომი აქვს ვარჯიშის დროს.


ასევე ჩვენ ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ დარბაზში იარონ და არ ვყოფთ მომხმარებლებს, შესაბამისად, ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ექნება თუ არა ყველას „მწვანე პასპორტი“. „მწვანე პასპორტის“ გარეშეც შეუძლიათ ადამიანებს „რეფორმერში“ ვარჯიში და არც PCR ტესტის აუცილებლობაა.


ჩვენ ვენდობით ჩვენს მომხმარებლებს და მათთან შესანიშნავად ვთანამშრომლობთ“, - ამბობს ფუტკარაძე.



დარბაზის მფლობელი ამბობს, რომ „მწვანე პასპორტის“ რეგულაციის უარყოფით მათ პრობლემა არ შეჰქმნიათ, რადგან შესაბამისმა წარმომადგენლებმა ვერავითარი დარღვევა ვერ იპოვეს.


„ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ მოსულები, შეგვამოწმეს, ჩვენ იურიდიულად ავუხსენით ყველაფერი, მათ ვერანაირი დარღვევა ვერ იპოვეს, რაც საფრთხეს უქმნიდა მომხმარებლის ჯანმრთელობას, შესაბამისად, მოვიდნენ და წავიდნენ“, - ამბობს გიორგი ფუტკარაძე.


რაც შეეხება ფასებს, გაზრდილი კომუნალური ტარიფების ფონზე, „რეფორმერი ფიტნესის“ მფლობელი, ახალი წლისათვის ფიტნეს-აბონემენტების 10%-ით გაძვირებას პროგნოზირებდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ინდივიდუალური აბონემენტების ფასები უცვლელი დარჩა - მცირედით გაიზარდა ფასები ჯგუფური ვარჯიშის მიმართულებით.


„მიუხედავად იმისა, რომ კომუნალური ტარიფები 70-80 % - ით გაგვიზარდეს, ჩვენ აბონემენტებზე ფასები არ გაგვიზრდია. ამ ეტაპზე მაინც შევინარჩუნეთ ისე, როგორც აქამდე გვქონდა.


აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან მომხმარებლებს გადახდასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეჰქმნოდათ, განსაკუთრებით „ომიკრონის“ გავრცელების ფონზე. ერთადერთი ცვლილება არის ის, რომ ჯგუფურ ვარჯიშებზე მცირედით გაიზარდა ფასი, დანარჩენი დარჩა იგივე“, - ამბობს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ფუტკარაძე.



bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up