რეგიონების (ვერ) განვითარების ქრონოლოგია - რას გვპირდება პრემიერი 8 წლის განმავლობაში

რეგიონების (ვერ) განვითარების ქრონოლოგია - რას გვპირდება პრემიერი 8 წლის განმავლობაში

access_time2023-04-19 10:00:45

საქართველოს რეგიონების და კურორტების განვითარების ერთწლიანი, 4-წლიანი, 7-წლიანი თუ 10-წლიანი პროგრამების შესახებ დაპირებები ყველა მთავრობის დროს აქტუალური იყო, ამ მხრივ გამონაკლისი არც „ქართული ოცნება“ და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აღმოჩნდა.


საქართველოს ქალაქების, კურორტების თუ ცალკეული რეგიონების განვითარებაზე მილიარდობით ლარის დახარჯვას და მათი ევროპული დონის მიზიდულობის ცენტრებად გადაქცევას, სადაც ათიათასობით დასაქმებული იქნება და 130-მდე საწარმო ამუშავდება, ბოლო 8 წლის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილი აქტიურად გვპირდება.


„კომერსანტი“ გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის დაპირებების ქრონოლოგიას:


2015 წლის 16 მარტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაცია ჯერ კიდევ 8 წლის წინ სამცხე-ჯავახეთიდან დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი მაშინ აცხადებდა, რომ მისი დავალებით, შესწავლილია ყველა მუნიციპალიტეტსასა და ქალაქში არსებული რესურსი, რათა ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რაგიონებში ბიზნესისა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას. რეგიონების განვითარების პროგრამაში აქტიურად იქნება ჩართული კერძო სექტორი და ადგილობრივი მოსახლეობა, რათა მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას.


2015 წლის 12 დეკემბერი

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს რეგიონების და რაიონების განვითარების აუცილებლობაზე კონფერენციაზე „ადგილობრივი თვითმმართველობა - საუკეთესო პრაქტიკა 2015“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონის გაძლიერებას ხელს უწყობს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებში 130 საწარმო დაფინანსდა.


„130-მდე საწარმო ჯამში 350 მლნ ლარის ინვესტიციით დაფინანსდა და დღეისთვის 6700 ადამიანია დასაქმებული. ასეთი პროგრამები რეგიონებში ეკონომიკის განვითარებას წაახალისებს. ჩვენთვის პრიორიტეტულია რეგიონებში მცხოვრებლების ადგილზე დამაგრება და დასაქმება“,  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.



2021 წლის 26 აპრილი


„ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას. ეს პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების, ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, ასევე რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ყველა მუნიციპალიტეტში, მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციას და მშენებლობას, ასევე, ყველა ქალაქის, ყველა მუნიციპალიტეტის, კურორტების და განსახლებების ურბანულ განახლებას. 

რეგიონების განახლების პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება შეადგენს 500 მლნ ლარს. პროექტი ითვალისწინებს, პირველ რიგში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება პროექტის ფარგლებში და დასაქმდება ჩვენი რეგიონების მოსახლეობა“,  ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე ორი წლის წინ განაცხადა.


2021 წლის 25 აგვისტო

ზემოაღნიშნული განცხადებიდან რამდენიმე თვეში, პრემიერ-მინისტრამ რეგიონების და ქალაქების განვითარებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაზარდა და განაცხადა, რომ ამისთვის 32 მლრდ ლარი დაიხარჯება.

„მინდა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, ევროპული ტიპის ცენტრები შეიქმნას რაც შეეხება ინფრასტრუქტურას და რეგიონების განვითარებას, 32 მლრდ. დაიხარჯება მომდევნო წლების განმავლობაში, მთელი რეგიონების განვითარების მიმართულებით. ჩვენ ეტაპობრივად უნდა გარდავქმნათ თითოეული ქალაქი, მუნიციპალიტეტი, ევროპული ტიპის, ევროპული დონის ქალაქებად და მუნიციპალიტეტებად“, – განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.


2021 წლის 12 დეკემბერი

ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ახალი მსხვილი საინვესტიციო პროექტები მოამზადა, რომლებიც საქართველოში ახალი კურორტებისა და ტურისტული მიზიდულობის ცენტრების შექმნას ისახავს მიზნად.


სამუშაო შეხვედრაზე, 40-მდე საინვესტიციო შეთავაზება განიხილეს, რომელიც მოიცავს, როგორც ახალი ტურისტული ობიექტების განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე ინდუსტრიულ და ლოგისტიკურ პროექტებს. აღინიშნა, რომ იდენტიფიცირებულია ყველა რეგიონი, სადაც არსებობს ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრების განვითარების პოტენციალი. მაგალითად აღინიშნა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა სამშვილდეში, ასევე ახალი კურორტის განვითარება რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმდებარედ ახალი ტურისტული სერვისების გაჩენის პოტენციალი.


2022 წლის 3 დეკემბერი

ახალი ტურისტული ადგილების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ბიუჯეტიდან 200 მილიონი ლარი გამოიყოფა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადეს. 


სხდომის მონაწილეებმა ახალი საკურორტო ზონების განვითარების გეგმა განიხილეს, სადაც აღინიშნა, რომ მთავრობა 10 ახალი საკურორტო ქალაქისა და დაბების სრულ რეაბილიტაციაზე მუშაობს. პროექტები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება და მოიცავს როგორც ტურისტულად მიმზიდველი ადგილების განვითარებას, ისე ბიზნესისთვის საინვესტიციო შეთავაზებების შექმნას, რითაც დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება.


2023 წლის 18 აპრილი

„ჩვენ ვიწყებთ უფრო მასშტაბურ სახელმწიფო პროგრამას, ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამა, რომელიც იქნება 5-წლიანი და ბიუჯეტიდან გამოიყოფა 1 მილიარდი ლარი. ჩვენ ამ მიზნით გვაქვს უკვე გამოყოფილი წელს 200 მილიონი ლარი.


შერჩეული გვაქვს 11 მდებარეობა, ლოკაცია, მინდა გაცნობოთ ამის თაობაზე: ეს არის ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდ, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები. სამუშაოებს ძალიან მალე დავიწყებთ, ამის თაობაზე უფრო მოგვიანებით მოგახსენებთ დეტალურად, შემუშავდება კონცეფციები, მუნიციპალური განვითარების ფონდი დაიწყებას მუშაობას აქტიურად ამ პროგრამის განხორციელებაზე, შევარჩევთ საუკეთესო არქიტექტორებს, მშენებლებს. ჩაუტარდება შენობებს, კულტურულ და ისტორიულ ობიექტევს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციუა. ასევე ახალი და არსებული რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა, განახლდება, ისევე როგორც საზოგადოებივი თავშეყრის ადგილები და ახალი ტურისტული ატრაქციები შეიქმნება. ჩვენი მთავარი უნდა იყოს ქვეყანა ეტაპობრივად გარდავქმნათ რეალურად ევროპული ტიპის სახელმწიფოდ“, ასეთია პრემიერ მინისტრის ბოლო დაპირება.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up