რეგიონებში კიბოს სკრინინგისა და პროფილაქტიკური კვლევების კულტურა დაბალია

რეგიონებში კიბოს სკრინინგისა და პროფილაქტიკური კვლევების კულტურა დაბალია

access_time2022-10-21 15:30:19

საქართველოში კიბოს სკრინინგი რეგიონებში ძალიან პრობლემურია და ამ კუთხით აუცილებელია საინფორმაციო კამპანიების გააქტიურება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის “კიბოს სკრინინგის” სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორმა ლია მგალობლიშვილმა განაცხადა.


„რაიონში ძირითადად ექიმთან მაშინ მიდიან, როცა რამე აწუხებთ. სანამ არ შეაწუხებთ, თვლიან, რომ გამოკვლევა არაა საჭირო. ამიტომ უნდა მივიდეთ მოსახლეობამდე და მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ პროფილაქტიკური ღონისძიებები ხშირად უფრო გადამწყვეტია, ვიდრე მკურნალობა,“ – განაცხადა მგალობლიშვილმა.


მისი თქმით, სკრინინგი ყველა რეგიონში უნდა იყოს, მაგრამ არის რაიონი, სადაც სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე დაწესებულებები არ არსებობს. ეს რეგიონია რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი. თუმცა, მგალობლიშვილის ინფორმაციით,

არის მამომობილები, რომლებიც მამოგრაფებითაა აღჭურვილი და ქალებს შეუძლიათ მისი საშუალებით ძუძუს კიბოს სკრინინგის ჩატარება.



მისივე თქმით, სიმსივნეების გამოვლენის სტატისტიკა მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ყოველწლიურად იზრდება.


ყოველწლიურად საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზს დაახლოებით 10 ათას ადამიანს უსვამენ. ქალებში კი ძუძუს კიბო ყველა ონკოლოგიური დაავადებების 30%-ს შეადგენს.


„პირველ ადგილზე არის სარძევე ჯირკვალი, მეორე ადგილზე, განსაკუთრებით ქალებში კი – ფარისებრი ჯირკვლის. შემდეგ მოდის მსხვილი ნაწლავის კიბო, მას მოსდევს საშვილოსნოს ტანის და ყელის დაავადებები. საქართველოში ხდება 3 ლოკალიზაციის კიბოს სკრინინგი. ესენია: ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და ტანის, მსხვილი ნაწლავის სკრინინგი ორივე სქესისთვის. ასევე გვქონდა პროსტატის კიბოს სკრინინგი, 2017 წლიდან კი ის გადაკეთდა პროსტატის კიბოს მართვის პროგრამად, რაც გულისხმობს მამაკაცების გამოკვლევას სიმპტომის შემთხვევაში,“- აცხადებს ლია მგალობლიშვილი.


დაავადებების საწყის ეტაპზე აღმოჩენისა და პროფილაქტიკური კვლევების კუთხით რეგიონებში არსებულ პრობლემებზე jandacva.ge-სთან საუბარში კარდიოლოგმა სულხან ლომინაძემაც ისაუბრა. მისი თქმით, გულსისხლძარღვთა შორსწასულ დაავადებების შემთხვევები ძირითადად რეგიონებში მცხოვრებ პაციენტებს შორის გვხვდება, რისი მიზეზიც პირველადი ჯანდაცვის არასაკმარისი განვითარება და მოსახლეობის დაბალი ინფორმირებულობაა.


წყარო: https://jandacva.ge/





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up