ჩვენ, ბიზნესს გვეშინია, რომ  ჩრდილოელმა მეზობელმა დემპინგით ჩვენი ბაზარი არ დაანგრიოს - რა რისკებს ხედავს სექტორი ენერგეტიკული ბირჟის გახსნაში

ჩვენ, ბიზნესს გვეშინია, რომ ჩრდილოელმა მეზობელმა დემპინგით ჩვენი ბაზარი არ დაანგრიოს - რა რისკებს ხედავს სექტორი ენერგეტიკული ბირჟის გახსნაში

access_time2023-03-29 16:10:19

ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბირჟის მორიგი გადავადების გადაწყვეტილების მიღება მოსალოდნელი და ლოგიკური იყო.

 

როგორც GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რეგიონში არსებულ სიტუაციაში ბირჟის გახსნა რისკების შემცველი იყო.

 

„ძალიან მოწყვლადი სიტუაცია გვაქვს. ზოგადად, რეგიონში ელექტროენერგიაზე ფასები გაიზარდა, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი როგორც იქცევა და თავის ენერგეტიკულ ბერკეტს იყენებს არამარტო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არამედ მთელ ევროპაში კი ვხედავთ. აქედან გამომდინარე, დიდი სიფრთხილეა საჭირო რომ სწორი ნაბიჯები გადაიდგას, და როცა ბირჟა გაიხსნება, მართლაც სამართლიანი ფასწარმოქმნა იყოს. რაც მთავარია ეს შეგრძნება პოტენციურ ინვესტორებს გაუჩნდეთ.“ აღნიშნა გიორგი აბრამიშვილმა.

 

მისივე განმარტებით, არსებულ ვითარებაში ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემთხვევაში ყველაზე საშიში იყო, რომ ადგილობრივი გენერაციის ჩანაცვლება იმპორტით არ მომხდარიყო.

 

„ჩვენ (ბიზნესს) გვეშინია, რომ ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა დემპინგით ჩვენი ბაზარი არ დაანგრიოს. სახელმწიფოს ეშინია, რომ ელექტროენერგიის ფასი მაღლა არ წავიდეს. ამ ორივე მიმართულებით არის სამუშაო კვლავ და ასევე ტექნიკურ ნაწილშიც არის დასახვეწი გარკვეული საკითხები, იმისთვის რომ სწორად და ჯანსაღად იმუშაოს ბირჟამ.

 


საბოლოო ჯამში, ძალიან მნიშვნელოვანია ბირჟის გახსნა, მაგრამ ამ შემთხვევაში უკეთესი იყო ამ პროცესის გადავადება, რადგან როცა ამოქმედდება, სწორად იმუშაოს. ვიდრე გაიხსნას ახლა და არასამართლიანი ფასი ჩამოყალიბდეს. ამით კი არასწორი სიგნალები წავიდეს ინვესტორებთან. ამ იმიჯს მომავალში ვეღარ გამოვასწორებთ. რომ ვერ მოვასწარით ეს იმიჯი უკვე გვაქვს, რადგან რამდენჯერმე ვერ მოვასწარით.“-აღნიშნა გიორგი აბრამიშვილმა.

 

როგორც GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ განმარტა, სანამ ენერგეტიკის ხელშემწყობი მექანიზმი არსებობს, ბირჟის ამოქმედების გადავადებაში, დიდი ნეგატივი არ ჩანს.

 

შეგახსენებთ, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება უკვე მეხუთედ, ამჯერად 1-ელ ივლისამდე გადავადდა. შესაბამისი ცვლილებები ასახულია საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტებში.

 

ბირჟის გახსნის თარიღის მორიგი გადავადების მიზეზად ამ შემთხვევაში რეგიონში არსებული გამოწვევები სახელდება.

 

მთავრობის გადაწყვეტილებამდე, სემეკის თავმჯდომარემ ბიზნესპარტნიორთან განაცხადა, რომ მოსაგვარებელი იყო რიგი ტექნიკური საკითხები, რის გამოც, 31 მარტს ენერგეტიკული ბირჟის გახსნა, კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ენერგეტიკული ბირჟა საქართველოში 2021 წლის ნოემბრიდან სატესტო რეჟიმში მოქმედებს. ბირჟა სრულფასოვნად ჯერ კიდევ 2021 წლის პირველ ივლისს უნდა გახსნილიყო, თუმცა მაშინ პროცესის გადავადების მთავარ მიზეზად ბაზრის მონაწილეების არასაკმარისი მზაობა დასახელდა. მოგვიანებით, ბირჟის ამოქმედება 2022 წლის 1 იანვრამდე, მოგვიანებით, 1-ელ მარტამდე გადაიდო.

 

გასული წლის აგვისტოს ბოლოს კი ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება რისკების შემცველია. შესაბამისად ამ განცხადების შემდეგ, პირველ სექტემბერს დაგეგმილი ბირჟის გახსნა სწორედ მიმდინარე წლის 31 მარტამდე იყო გადავადებული.

 

 ბიზნეს პარტნიორი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up