რეგიონში მე-2 და მსოფლიოში მე-16 ადგილი - ქართული ინფლაციის ანტირეკორდი

რეგიონში მე-2 და მსოფლიოში მე-16 ადგილი - ქართული ინფლაციის ანტირეკორდი

access_time2021-11-23 10:00:06

ოქტომბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 12.8% შეადგინა, ანუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქვეყანაში ფასები საშუალოდ 12.8%-ით გაიზარდა. ინფლაციის ეს მაჩვენებელი 4-ჯერ აჭარბებს მიზნობრივს (3%), რაც საგანგაშო მაჩვენებელია.



მთავრობა და სტატისტიკის ეროვნული სამსახური მაღალი ინფლაციის მიზეზად საგარეო ფაქტორებს ასახელებს: „მოცემული მაღალი ინფლაცია ძირითადად განპირობებულია სასურსათო პროდუქტისა და ტრანსპორტირების ფასების ზრდით, რომლებიც გამოწვეულია მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის ფასების ზრდით”, – წერია 2022 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტში.



ამ აზრს ეთანხმება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც და მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის მართვა სებ-ის ძირითადი მანდატია, სექტემბერში დაფიქსირებულ მაღალ ინფლაციაში 8%-ს საგარეო ფაქტორებს მიაწერს.



მიუხედავად არაერთი რეალური თუ არარეალური მიზეზებისა, ფაქტია, რომ მეზობელ ქვეყნებში და მსოფლიოშიც კი საქართველოში ერთ-ერთი მაღალი ინფლაციაა. საქართველოში ინფლაციის ზრდის ტემპი თურქეთის შემდეგ რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე მაღალია და მიმდინარე წელს ყოველთვიურად სამომხმარებლო ფასების დონე უფრო და უფრო სწრაფად იზრდება. ინფლაციასთან ბრძოლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად ცენტრალური ბანკები რეფინანსირების განაკვეთს იყენებენ, თუმცა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მეზობელ ქვეყნებში სხვადასხვა დანიშნულება აქვს.



საქართველოში ინფლაციის ზრდა პანდემიამდე დაიწყო, რასაც ეროვნული ბანკის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის ზრდა მოჰყვა, რომელიც მხოლოდ 2020 წლის გაზაფხულზე მცირედით შემცირა. 2020 წლის ბოლოსკენ და მიმდინარე წლის დასაწყისში ეროვნული ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა, თუმცა მარტში რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-მდე გაზარდა, რომლის მიზეზად ინფლაციური მოლოდინები დაასახელა. მიუხედავად სებ-ის დაპირებისა, რომ წლის ბოლომდე დამატებითი გამკაცრება არ მოხდებოდა, აპრილში განაკვეთი 9.5%-მდე, ხოლო აგვისტოში 10%-მდე გაიზარდა.




თურქეთში ინფლაცია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე პრობლემაა. თუმცა საქართველოსგან განსხვავებით, რეგიონში ყველაზე მაღალი ინფლაციის მქონე თურქეთში, ზედიზედ ორი კომიტეტის სხდომის შემდეგ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შემცირდა. თავდაპირველად, სექტემბერში 19%-დან 18%-მდე, ხოლო შემდეგ ოქტომბერში 16%-მდე. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანი მიიჩნევს, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთები ინფლაციას არა თუ ამცირებს, არამედ პირიქით, ზრდის, რაც სამომხმარებლო ფასებზე უარყოფითად აისახება. აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში თურქეთში წლიური ინფლაცია 19,89%-მდე დაჩქარდა.



2021 წლის პირველ 6 თვეში აზერბაიჯანი რეგიონში შედარებით დაბალი, მაგრამ სწრაფად მზარდი ინფლაციით გამოირჩეოდა, ოქტომბერში კი სამომხმარებლო ფასების დონის წლიურმა ზრდამ 10%-ს მიაღწია. აზერბაიჯანში ფასების დონის სწრაფი ზრდა პანდემიასთან ერთად დაიწყო, გასულ წელს საშუალო წლიური ინფლაცია 2.9% იყო. მიუხედავად ინფლაციის მაჩვენებლის ზრდისა, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი 2020 წლიდან რეფინანსირების განაკვეთს ერთ ნიშნულზე ინარჩუნებდა და მხოლოდ 2021 წლის სექტემბერში გაზარდა 6.25%-მდე, ხოლო ოქტომბერში 7%-მდე. ცენტრალური ბანკის განცხადებით, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა ინფლაციური მოლოდინების ზრდამ გამოიწვია.



სომხეთში მიმდინარე წლის ოქტომბერში 9.1%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, თუმცა ცენტრალური ბანკი წლის ბოლოსთვის ინფლაციის სამიზნე, 4.0%-იან მაჩვენებელთან დაბრუნებას ელოდება. 2020 წლის დეკემბრიდან სომხეთის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს აქტიურად ზრდიდა და ბოლო სხდომაზე 7.25% დაფიქსირდა.



გასული წლის გაზაფხულიდან ინფლაციის მაჩვენებელი რუსეთშიც იზრდება და 2021 წლის ოქტომბერში 8.1% შეადგინა, რაც სამეზობლოში ყველაზე დაბალი მონაცემია. რუსეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, ბოლო ორივე სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა და საბოლოოდ 7.5% შეადგინა. ცენტრალური ბანკი პროგნოზირებს, რომ 2022 წელს სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი მხოლოდ 4.5%-მდე იქნება.



აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო 10 წლის რეკორდი მოხსნა. რეგიონში არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში მყოფ საქართველოს, ინფლაციის მსოფლიო რუკაზეც არ უჭირავს კარგი საფეხური. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, 2021 წლის ბოლოსთვის საქართველო მსოფლიოში ინფლაციის სიდიდით მეთექვსმეტე ადგილზეა. მსოფლიოში ყველაზე მაღალი ინფლაცია შემდეგ ქვეყნებში იქნება: 1. ვენესუელა - 2,700%; 2. სუდანი - 115%; 3. სურინამი - 48%; 4. იემენი - 45%; 5. ზიმბაბვე - 40.9%; 6. ირანი - 30%; 7. ზამბია - 23.2%; 8. ანგოლა - 22%; 9. ლიბია - 21.1%; 10. თურქეთი - 16.7%; 11. თურქმენეთი - 16%; 12. კომორის კუნძულები - 15.6%; 13. ნიგერია - 14.9%; 14. ჰაიტი - 14.9%; 15. სიერა ლეონე - 14.6%; 16. საქართველო - 13.05%.


ნინო თამაზაშვილი


თეგები:
ინფლაცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up