სერბული გლობალური მონაცემთა ბაზა Numbeo-მ მსოფლიოს 107 ქვეყანაში 1 კოლოფი სიგარეტის საშუალო ფასის რეიტინგი გამოაქვეყნა.
რეიტინგის მიხედვით, ერთი კოლოფი სიგარეტი ყველაზე ძვირი ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ირლანდიაშია; ყველაზე იაფი - პაკისტანში, ნიგერიასა და განაში.
საქართველო ამ რეიტინგში 79-ე ადგილზეა და Numbeo-ს მონაცემებით 1 კოლოფი სიგარეტის ფასი 2.90 დოლარია.
რაც შეეხება მეზობლებს:
აზერბაიჯანი რეიტინგში 77 ადგილზეა, სადაც 1 კოლოფი სიგარეტის ფასი 2.94 დოლარია;
სომხეთი ამ რეიტინგში 93 ადგილზეა და 1 კოლოფი სიგარეტის ფასი 2.25 დოლარია;
რუსეთი 84 ადგილზეა და 1 კოლოფი სიგარეტის ფასი 2.63 დოლარია;
თურქეთი იმ ქვეყნების ათეულშია, სადაც 1 კოლოფი სიგარეტი ყველაზე იაფია და 1 კოლოფის ფასი 1.79 დოლარია.
იმ ქვეყნების 10-ეული, სადაც 1 კოლოფი სიგარეტის საშუალო ფასი ყველაზე მაღალია ასეთია:
1 ავსტრალია - 26.34 დოლარი;
2 ახალი ზელანდია - 22.85 დოლარი;
3 ირლანდია - 15.87 დოლარი;
4 გაერთიანებული სამეფო - 14.39 დოლარი;
5 ნორვეგია - 13.55 დოლარი;
6 კანადა - 12.14 დოლარი;
7 ისლანდია - 11.08 დოლარი;
8 სინგაპური -11.06 დოლარი;
9 საფრანგეთი - 10.58 დოლარი;
10 ფინეთი - 10.05 დოლარი;
იმ ქვეყნების 10-ეული, სადაც 1 კოლოფი სიგარეტის საშუალო ფასი ყველაზე დაბალია ასეთია:
1. უზბეკეთი -1,88 დოლარი;
2. კოლუმბია - 1.84 დოლარი;
3. თურქეთი - 1,79 დოლარი;
4. ბელორუსია - 1.79 დოლარი;
5. ეგვიპტე - 1.62 დოლარი;
6. ყაზახეთი - 1.50 დოლარი;
7. ვიეტნამი - 1.27 დოლარი;
8. განა - 1.23 დოლარი;
9. ნიგერია - 1.09 დოლარი;
10. პაკისტანი - 1.00 დოლარი;