სერბული გლობალური მონაცემთა ბაზა Numbeo, რომელიც მსოფლიოში სამომხმარებლო ფასებს, ჯანდაცვის ხარისხს და სხვა სტატისტიკას სწავლობს, მსოფლიოს 107 ქვეყნის ქალაქის ცენტრში კვადრატული მეტრის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასის რეიტინგი გამოაქვეყნა.
საქართველო იმ ქვეყნებს შორის, სადაც უძრავი ქონების ფასი კვადრატულ მეტრზე ყველაზე მაღალია - 68-ე ადგილზეა. Numbeo-ს მონაცემებით ქალაქის ცენტრში კვადრატული მეტრი უძრავი ქონების ფასი 1673 დოლარია.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს —
სომხეთი - 50-ზე ადგილზეა, სადაც კვადრატულ მეტრი უძრავი ქონების ფასი 2219 დოლარია;
აზერბაიჯანი - 84-ე ადგილზეა, სადაც კვადრატულ მეტრი უძრავი ქონების ფასი 1345 დოლარია;
თურქეთი 86-ე ადგილზეა, სადაც კვადრატულ მეტრი უძრავი ქონების ფასი 1232 დოლარია.
რუსეთში კვადრატულ მეტრი უძრავი ქონების ფასი 2265 დოლარია. ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, იმ ქვეყნებს შორის, სადაც უძრავი ქონების ფასი კვადრატულ მეტრზე ყველაზე მაღალია, 48-ე ადგილზეა.
რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში 1 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი ყველაზე მაღალი ჰონგ კონგში, სინგაპურსა და შვეიცარიაშია.
კვადრატული მეტრის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყველაზე მაღალი ფასის მქონე ქვეყნების 10-ეული ასეთია:
1. ჰონგ კონგი (ჩინეთი) - 30924.32 დოლარი;
2. სინგაპური - 19901.55 დოლარი;
3. შვეიცარია - 14328.43 დოლარი;
4. სამხრეთ კორეა - 13388.11 დოლარი;
5. ჩინეთი - 9317.85 დოლარი;
6. ისრაელი - 8059.89 დოლარი;
7. ტაივანი (ჩინეთი) - 7766.10 დოლარი;
8. გერმანია - 7058.99 დოლარი;
9. ავსტრალია - 7031.32 დოლარი;
10. ქუვეითი - 6991.16 დოლარი.
ყველაზე დაბალი - ეგვიპტეში, პალესტანსა და ვენესუელაში.
კვადრატული მეტრის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყველაზე დაბალი ფასის მქონე ქვეყნების 10-ეული ასეთია:
1. მავრიკი 1017.70 დოლარი;
2. პალესტინა 983.34 დოლარი;
3. ლიბია 975.57 დოლარი;
4. სამხრეთ აფრიკა 922.51 დოლარი;
5. ბანგლადეში 827.22 დოლარი;
6. ტუნისი 818.04
7. განა 767,84 დოლარი;
8. ვენესუელა 633.14 დოლარი;
9. პაკისტანი 448,60 დოლარი;
10. ეგვიპტე 424,28 დოლარი;