რეგიონში ყველაზე ხანდაზმული მოსახლეობა საქართველოშია

რეგიონში ყველაზე ხანდაზმული მოსახლეობა საქართველოშია

access_time2021-11-05 16:00:09

რეგიონის სხვა ქვეყნებში მოსახლეობა უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე საქართველოში. სპეციალისტების განმარტებით, ხანდაზმული მოსახლეობის რაოდენობით ჩვენი ქვეყანა ორგზის დაბერებულად ითვლება. ეს ნიშნავს, რომ 65 წელს გადაცილებული მოქალაქეების რიცხვი 15-20%-ის დონეზეა. სტატისტიკოს სოსო არჩვაძის შეფასებით, 7%-იანი მაჩვენებელიც უკვე ერის დაბერებაზე მიანიშნებს და ჩვენ ამ დონეს საგრძნობლად გავასწარით. მდგომარეობა რომ შეიცვალოს, შობადობა, მინიმუმ, 20 000-ით უნდა გაიზარდოს და მიგრაციის მაჩვენებელი შემცირდეს.



,,დემოგრაფიაში დაბერება 2 ტერმინით ფასდება. დაბერება ზემოდან - ეს ის შემთხვევაა, როცა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იზრდება და ხანდაზმული ადამიანების რიცხვი ამის ხარჯზე მატულობს.  ქვემოდან დაბერების შემთხვევაში იმდენად ცოტა ბავშვი იბადება, რომ შეიძლება ხანდაზმული მოსახლეობის აბსოლუტური რაოდენობა უცვლელი იყოს, მაგრამ რადგანაც ბავშვების რაოდენობა მცირდება, რაც ასაკოვანი, ხანდაზმული მოსახლეობის წილის ზრდას იწვევს. საქართველოში ფაქტობრივად ორივე პროცესს აქვს ადგილი. სიცოცხლის ხანგრძლივობა მეტნაკლებად იზრდება პანდემიის პირობებშიც კი, მაგრამ შობადობა არის კატასტროფულად შემცირებული, შარშან, მაგალითად, მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, გარდაცვალებათა რიცხვმა გადააჭარბა დაბადებულთა რაოდენობას. ასეთ პირობებში პენსიონერთა რაოდენობის ზრდა იმდენად დემოგრაფიული დაბერების ბრალი არ არის, რამდენადაც მოსახლეობის სტრუქტურული ცვლილების  შედეგი“, - განმარტავს ,,კომერსანტთან“ არჩვაძე.



როგორც სტატისტიკოსი აღნიშნავს, დაბერების სტადიაში, ანუ საპენსიო ასაკში შედიან ის ადამიანები, რომლებიც  დაიბადნენ დემოგრაფიული ბუმის პერიოდში. მაგალითად 1962 წელს საქართველოში 102 ათასი ბავშვი დაიბადა, რაც ამჟამინდელ ბოლო მონაცემს 2-ჯერ და მეტადაც აღემატება. ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, რომ სტრუქტურული ასაკობრივი ცვლილება ხდება.  



,,საპენსიო ასაკში გადავიდნენ ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ შედარებით უკეთესი დემოგრაფიული სიტუაციის დროს, ანუ 50-იანი წლების ბოლოს და 60-იანი წლების დასაწყისში. მედიანური ასაკით ჩვენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასაც გავუთანაბრდით. მოსახლეობის დაბერებამ სერიოზული პრობლემები შექმნა სამუშაო ძალის ოდენობასთან დაკავშირებით. მათ გადაწყვიტეს, შეემუშავებინათ დემოგრაფიული პოლიტიკა. სხვათა შორის, ჩინეთისა და საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი ერთმანეთს ემთხვევა, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა იქ 1,3 მილიარდს შეადგენს. ჩინეთს იმდენად გაუჭირდა დაბერების მაჩვენებლით, რომ 1981 წელს მიღებული დადგენილება ,,1 ოჯახი 1 შვილი“, გააუქმა და ოჯახებს 2 შვილის ყოლის უფლება მისცა. ის, რომ ჩინეთი ასე შეწუხებულია ამ პრობლემით, წარმოიდგინეთ, რა უნდა ქნას საქართველომ. პრობლემაა ისიც, რომ  ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან შრომითი მიგრანტების რაოდენობა საკმაოდ მაღალია. მიგრანტების მთლიანი რაოდენობა ორჯერ და მეტადაც კი აღემატება მოსახლეობის წილს საქართველოში. ვინც უნდა შექმნას ოჯახი და გააჩინოს ბავშვი, ისინი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არიან გასული. სამომავლოდ ეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში ძალიან უარყოფით როლს ითამაშებს. ქართველებისგან ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ 300 000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა. ცხადია, მათ რაოდენობას ჩვენს სტატისტიკას ვერ მივამატებთ“, - ამბობს სოსო არჩვაძე.



რაც შეეხება მოსახლეობის მედიანურ ასაკს, Worldometers.info-ს მონაცემის მიხედვით,  სომხეთში ეს მაჩვენებელი 35 წელია, აზერბაიჯანში 32,  ამდენივეა თურქეთშიც, საქართველოში კი მედიანური ასაკი 38 წელია.  ამ თვალსაზრისით,  როგორც სოსო არჩვაძე განმარტავს,  მათი მოსახლეობა უფრო ახალგაზრდაა, ანუ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობა მეტი ჰყავთ.




,,ამ მღელვარე სამყაროში, სხვა თანაბარ პირობებში მათ უფრო მეტი შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების შესაძლებლობა გააჩნიათ. ამ თვალსაზრისით, მოსახლეობის დაბერებას არ აქვს მხოლოდ დემოგრაფიული დანიშნულება, ეს არის პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობის ინდიკატორიც“, - აცხადებს სტატისტიკოსი და დასძენს, რომ სიტუაცია ადვილად არ შეიცვლება, მაგრამ მნიშვნელოვანია ხელისუფლების მცდელობა, რომ მეტი ყურადღება მიექცეს ახალგაზრდებს, ოჯახებს, მათ დასაქმებას და ყოფა-ცხოვრების პირობების ოდნავ მაინც გაუმჯობესებას.

 


ცნობისთვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში 2021 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პენსიონერთა რაოდენობა გაიზარდა.



2021 წლის 1-ლი სექტემბრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით პენსიას  793,920 ადამიანი იღებს, 10 215 ადამიანით მეტი, ვიდრე 2020 წლის 1-ელ სექტემბერს.



რაც შეეხება შობადობას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 46 520 ბავშვი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია 3.7 პროცენტით.



აღსანიშნავია, რომ 2020 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის 4 017 ერთეულით განისაზღვრა.



ამასთან, უწყების მონაცემებზე დაყრდნობით, 2020 წელს არარეგისტრირებულ ქორწინებაში 16 877 ბავშვი დაიბადა, რაც ცოცხლად დაბადებულების 36.3 პროცენტს შეადგენს.

 

მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up