რეგიონულ ლოგისტიკაში ცვლილებით საქართველოს განვითარების შანსი ეძლევა, მაგრამ გამტარუნარიანობა დაბრკოლებად რჩება - ცაგარეიშვილი

რეგიონულ ლოგისტიკაში ცვლილებით საქართველოს განვითარების შანსი ეძლევა, მაგრამ გამტარუნარიანობა დაბრკოლებად რჩება - ცაგარეიშვილი

access_time2022-03-18 13:00:09

რუსეთ-უკრაინის ომმა რეგიონში ლოგისტიკა თითქმის მთლიანად შეცვალა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად გაჩნდა შესაძლებლობა, რომ გადაზიდვებში დაკარგული პოზიციები აღსდგეს და ,,საქართველოს რკინიგზამ“  დაიბრუნოს ტვირთბრუნვის მაჩვენებლები, რაც 2010-2011 წლებში ჰქონდა. ამისთვის, სულ მცირე, მან დაახლოებით 10-12 მილიონი ტონა ტვირთი უნდა გაატაროს.  თურქეთ-სომხეთის საზღვრის გახსნის შემდეგ კი 1,5 მილიონი ტონა ტვირთი დაემატება. მთავარია, ქვეყანამ ტვირთების გატარება შეძლოს, მაგრამ ინფრასტრუქტურა ამ მხრივ შეიძლება დაბრკოლებად იქცეს.


აღნიშნულთან დაკავშირებით ,,კომერსანტთან“ პაატა ცაგარეიშვილი, ,,სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი საუბრობს.


,,ომმა რეგიონში ლოგისტიკა რადიკალურად შეცვალა. თამამად შეიძლება თქმა, რომ  საქართველოსთვის სასიკეთოდ, ეს ცალსახაა. ჰიპოტეტიურადაც შესაძლებელია დავითვალოთ, რა მოცულობის ტვირთზე იქნება საუბარი. მიმაჩნია, რომ  10-12 მილიონი ტონა  ტვირთის მოზიდვა შეგვეძლება. ვოლგადონის არხის მეშვეობით   ტვირთნაკადი, რომელიც ცენტრალური აზიიდან ევროპის მიმართულებით გაედინება, აზოვის ზღვაში  და საბრძოლო პერიმეტრზე უნდა გაიაროს.  უპრიანია, ეს გადაზიდვები გადმოვიდეს  საქართველოს რკინიგზაზე, რაც დაახლოებით 4-5 მილიონი ტონაა. საბორნე გადაზიდვებიც ასევე მნიშვნელოვნად გააქტიურდება. უკრაინის საბორნე  გადაზიდვების გაჩერების შემთხვევაში, ტვირთის ნაკადები  აღმოსავლეთ ევროპიდან ჩვენკენ გადმოვა,  საუბარია ჩინეთიდან  ევროპაში საკონტეინერო ბლოკ-მატარებლების  გადაზიდვებზე, რომლებიც უკრაინა-რუსეთის ტერიტორიებზე გადიოდა.  ამ მარშრუტს ვეღარ გაივლის და ჩვენ რეალურად ამ ტვირთის მოზიდვის შესაძლებლობაც გაგვაჩნია“, - ამბობს ცაგარეიშვილი.


მისი თქმით,  საუბარია 5-6  მსხვილი ტვირთნაკადის შესახებ, რაც სერიოზულ მოგებას მოუტანს ქვეყანას.



,,ლოგისტიკა იცვლება საქართველოს სასარგებლო, ამ შანსს სწორად თუ გამოვიყენებთ, 2010-2011 წლების  სარკინიგზო გადაზიდვების ნიშნულეზე ავალთ. იყო პერიოდი, როდესაც ჩვენი რკინიგზა 22-23 მილიონ ტონა ტვირთს ეზიდებოდა. ვფიქრობ,  გადავალთ იმ რეჟიმში, რომ რკინიგზა უკვე არ იქნება წამგებიანი  და ორიენტირს აიღებს განვითარებისკენ, ახალი მოძრავი შემადგენლობის შეძენაზე. არის  ერთი გარემოებაც, რომ ამ ტვირთის გატარებას ახლავს პრობლემა, პირველ რიგში ის, რომ ჩვენ არ გვაქვს  მსხვილი ლოჯისტიკური ცენტრები, მინიმუმ 8-10 წელი დავაგვიანეთ, არ გვყავს საბორნე კავშირები ევროპის ქვეყნებთან, რაც  მნიშვნელოვანია ანუ დაკავშირება აღმოსავლეთ ევროპის ნავსადგურებთან პრობლემაა. ამასთან, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით საქართველო მეასე ადგილზეა. ერთობლიობაში რთული მდგომარეობა. 12 მილიონი ტონა ტვირთის გატარება კარგია, მაგრამ  ინფრასტრუქტურული სირთულის წინაშე  დაგვაყენებს. გარკვეულწილად  მნიშვნელოვან ტვირთნაკადს აიღებდა  ანაკლიის პორტი, მაგრამ ახლა ამაზე არ ღირს საუბარი. ვხედავ რისკს, რომ შანსი შეიძლება სრულყოფილად ვერ გამოვიყენოთ“, - აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი ,,კომერსანტთან“.


აღსანიშნავია, რომ  საქართველოს დერეფნებში გამავალ ტვირთებთან დაკავშირებით ოფიციალური მონაცემები ძნელად ხელმისაწვდომია. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მსგავს ინფორმაციას ძირითადად თურქული წყაროების მეშვეობით ეცნობიან, იშვიათ შემთხვევაში - აზერბაიჯანული მედიით.


რაც შეეხება ,,საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვებს, წინა წლებისგან განსხვავებით, ამ მხრივ 2021 წელი მეტნაკლებად სტაბილურია და მან 12%-იანი ზრდაც აჩვენა.


გასული  წლის განმავლობაში სარკინიგზო გადაზიდვები ჯამში 9.1 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რომლის  ჯამურმა ღირებულებამ 264 მლნ ლარი შეადგინა.


ამასთან, 43%-ით არის გაზრდილი ნავთობპროდუქტების გადაზიდვები. შაქრის გადაზიდვები გაიზარდა 82%-ით, ხოლო სასუქის 18%-ით.


მათ შორის, 2021 წელს შუა დერეფნის გავლით გადაზიდვები 51%-ით არის გაზრდილი.

მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up