რეგიონული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2024-25 წლებში, საშუალოდ 2.7%-მდე მოიმატებს -  მსოფლიო ბანკი

რეგიონული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2024-25 წლებში, საშუალოდ 2.7%-მდე მოიმატებს - მსოფლიო ბანკი

access_time2023-04-06 21:00:16

მსოფლიო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ეკონომიკური აქტივობა დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული შედეგების,  მაღალი ინფლაციის შენარჩუნებისა და მკაცრი ფინანსური პირობების გამო. 

 

2023 წელს, სავარაუდოდ, ადგილი ექნება რეგიონული გამოშვების ზრდას 1.4%-ით, რაც არსებითად უკეთესია ადრე მოსალოდნელ 0.1%-თან შედარებით. აღნიშნული დადებითი, თუმცა საკმაოდ შესუსტებული ეკონომიკური აქტივობა 2023 წელს ასახავს რუსეთის ეკონომიკის პროგნოზირებულზე ნაკლებ ვარდნას და უკრაინის პროგნოზის გაუმჯობესებას. რეგიონული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2024-25 წლებში, სავარაუდოდ, საშუალოდ 2.7%-მდე მოიმატებს, ინფლაციის კლების, ადგილობრივი მოთხოვნის აღდგენისა და საგარეო  მდგომარეობის გაუმჯობესების პარალელურად.

 

ფასების მკვეთრი ზრდის გამო (კერძოდ, სურსათსა და ენერგორესურსებზე)  2022 წლის ბოლოს წლიურმა საშუალო ინფლაციამ 15.9%-ს მიაღწია ევროპისა და ცენტრალური აზიის ფორმირებადი ბაზრების და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში  (EMDEs), რაც რეკორდული ნიშნულია უკანასკნელი 20 წელზე მეტი ხნის მანძილზე მსოფლიოს ყველა განვითარებად რეგიონში. ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი აღნიშნულ ქვეყნებში 4%-ზე ნაკლები იყო, სანამ 2021 წლიდან მატებას დაიწყებდა.

 


სამომავლო პერსპექტივა მეტად გაურკვეველია. ეკონომიკური ზრდა 2023 წელს შეიძლება გაცილებით სუსტი იყოს თუ ადგილი ექნება უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული ომის შემდგომ ესკალაციას, სურსათისა და ენერგორესურსების ფასების ზრდას, გლობალურად ან რეგიონში საპროცენტო განაკვეთების მატების დაჩქარებას, ან  კაპიტალის ნაკადების მიმართულების მოულოდნელ ცვლილებას.  საბანკო სფეროში მიმდინარე მოვლენებმა ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში შეიძლება გავლენა იქონიოს ეკონომიკურ ზრდაზე.

 

პროგნოზის მიხედვით, უკრაინის ეკონომიკა წელს სავარაუდოდ 0.5%-ით გაიზრდება 2022 წლის 29.2%-იანი ვარდნის შემდეგ, რომელიც რუსეთის აგრესიას მოჰყვა. მიუხედავად ქვეყნისთვის ომით მიყენებული უდიდესი ეკონომიკური ზარალისა, უკრაინის შავი ზღვის პორტების ხელახალი გახსნა და მარცვლეულით ვაჭრობის აღდგენა, ისევე როგორც დონორების მხრიდან არსებითი მხარდაჭერა, ხელს უწყობს წლევანდელ ეკონომიკურ საქმიანობას. მსოფლიო ბანკის ბოლოდროინდელი გამოთვლების თანახმად, უკრაინის რეკონსტრუქციისა და აღდგენის ღირებულება 411 მლრდ. აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც უკრაინის ომამდელ, 2021 წლის  ეკონომიკის მოცულობას ორჯერ აღემატება. 

 

თურქეთში 2023 წლის 6 თებერვალს ადგილი ჰქონდა ორ დამანგრეველ მიწისძვრას, რომლებმაც ქვეყანას 34.2 მლრდ. აშშ დოლარის პირდაპირი ზიანი მიაყენა და რაც ქვეყნის 2021 წლის მშპ-ის 4%-ია მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად. ფაქტობრივი ხარჯები აღდგენისა და რეკონსტრუქციის სრული სპექტრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად შეიძლება პირდაპირ ზარალზე ორჯერ მეტი იყოს. უკანასკნელი მიწისძვრების ზემოქმედების გათვალისწინებით, 2023 წლისთვის პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3.2%-ია, რომელიც 2024-25 წლებში საშუალოდ 4.2%-მდე მოიმატებს შინამეურნეობებისთვის მთავრობის მიერ გაწეული დახმარების და რეკონსტრუქციის პროცესში განხორციელებული ინვესტიციების გათვალისწინებით.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up