რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 11 თვეში Facebook-პოსტებში 10 ათას ლარს დახარჯავს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 11 თვეში Facebook-პოსტებში 10 ათას ლარს დახარჯავს

access_time2023-01-18 10:00:44

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 11 თვეში Facebook-პოსტებში 10 ათას ლარს დახარჯავს. როგორც სახელმწიფო შესყიდვების საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა აღნიშნული სერვისის შეძენას სამინისტრო გამარტივებული შესყიდვის ფორმით გეგმავს.



„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით ავითარებს საზოგადოებრივად მნიშვნელოვან, სხვადასხვა მასშტაბისა და დანიშნულების ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ყველა ასეთი პროექტის საბოლოო ბენეფიციარი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების პროცესის შესახებ, ასევე, ამ მიმართულებით სამინისტროს საქმიანობისა და გეგმების თაობაზე ინფორმაცია მუდმივად და ეფექტურად მიეწოდებოდეს საზოგადოებას.




სწორედ საზოგადოების ეფექტური ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მიზნით, ტრადიციულ მედია საშუალებებთან ერთად, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იყენებს სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმებს, მათ შორის, მართავს სოციალური მედიის - „ფეისბუქის“ სამინისტროს ოფიციალურ გვერდს. სოციალური მედიის საშუალებით, საზოგადოებას რეგულარულად მიეწოდება ინფორმაცია სამინისტროს საქმიანობის და მაღალი საჯარო ინტერესის მქონე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისა და სიახლეების შესახებ. ამისათვის სამინისტროს “ფეისბუქის” გვერდზე თავსდება, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მომზადებული, სხვადასხვა პროექტისა თუ ღონისძიების ამსახველი ფოტო, აუდიო და საინფორმაციო მასალა.



ინტერნეტისა და შესაბამისად, “ფეისბუქის” მოხმარების ზრდასთან ერთად, სულ უფრო და უფრო იზრდება „ფეისბუქის“ საშუალებით გავრცელებული ინფორმაციული ნაკადები. შესაბამისად, სამინისტროს მიერ ამ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის საჭირო აუდიტორიამდე მიტანა შეუძლებელი ხდება მისი ე. წ. „ნახვების“ გაზრდის სპეციალური მომსახურების გარეშე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამინისტროს მართვაში არსებული მიმდინარე თუ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციის „ფეისბუქის“ რაც შეიძლება მეტი მომხმარებლისთვის მიწოდების უზრუნველსაყოფად, 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, გვესაჭიროება სოციალური ქსელ facebook-ზე ექსკლუზიური სარეკლამო მომსახურება. ასეთი მომსახურების საორიენტაციო ღირებულება მითითებულ პერიოდში შეადგენს 10 000 ათას ლარს“, - აღნიშნულია სამინისტროს მოხსენებით ბარათში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up