რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს

access_time2022-06-14 16:40:00

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში” ერთობლივ სხდომაზე მოისმინეს. 


ბიუჯეტის მაკროეკონომიკური პარამეტრების წარდგენისას ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განმარტა, რომ 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების პერიოდში, COVID-19 გავრცელების მაჩვენებელი ყველაზე მაღალ ნიშნულზე იყო - შესაბამისად, მოქმედებდა მნიშვნელოვანი შეზღუდვები, რაც გავლენას ახდენდა ეკონომიკის განვითარებაზე. მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა ისიც, რომ შეზღუდული ფისკალური რესურსის მიუხედავად, ბიუჯეტი მოსახლეობის და ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამებისა და ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების დაფინანსებას ითვალისწინებდა.


„2021 წლის პირველ თვეში ეკონომიკური ვარდნა 11%-ზე მეტი იყო, თებერვალში - 5,1%. პირველი დადებითი მაჩვენებელი გამოჩნდა 2021 წლის მარტში, როდესაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 4,5% შეადგინა. აპრილის თვიდან კი მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვები, კრედიტების მაჩვენებელი. ამ ყველაფერმა მოიტანა ის შედეგი, რომ აპრილშივე 44,5% იყო უკვე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. დადებითი ტენდენციები გაგრძელდა მაისშიც. მეორე კვარტალში 25% -ყო რეალური ზრდა, მესამე და მეოთხე კვარტლებშიც, შედარებით დაბალი ტემპით, მაგრამ ასევე იყო ზრდა. შესაბამისად, ჯამში, გასულ წელს მივიღეთ 10,4%-იანი ეკონომიკური ზრდა“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.


მომხსენებელმა მიმდინარე და მომდევნო წლების ფინანსური მდგომარეობისა და მოსალოდნელი პროგნოზების შესახებ ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების თაობაზე ინფორმაციაც წარადგინა. „მიმდინარე პერიოდში ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობისკენ, რათა საშუალოვადიან პერიოდში ქვეყნის განვითარების დონე დაუბრუნდეს პოტენციურ მაჩვენებელს და უზრუნველყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა. აღნიშნულის მისაღწევად ძირითადი პრიორიტეტებია ეკონომიკის სტაბილიზაცია და ეკონომიკური ზრდის მდგრადი და მაღალი ტემპის შენარჩუნება, პანდემიის პირობებში გაზრდილი სახელმწიფო ვალის ეფექტური კონსოლიდაცია, ინფლაციის დონის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნება, საგარეო მოწყვლადობების შემცირება და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება“, - აღნიშნა მომხსენებელმა.



გიორგი კაკაურიძემ საშუალოვადიან მაკროეკონომიკურ პროგნოზებზეც ისაუბრა და ყურადღება რეგიონული და მუნიციპალური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილისა და შემოსულობების შესახებ გაამახვილა. მან, ასევე, ინფრასტრუქტურისა განვითარებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით გაწეული ხარჯებისა და არსებული პროგნოზების შესახებ ისაუბრა.


„საინტერესო და იმედისმომცემი მოხსენება მოვისმინეთ. შარშანდელი წელი მოულოდნელად წარმატებული იყო, იმიტომ, რომ პანდემია ჯერ არ იყო დამთავრებული და მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ჯერ კიდევ რეცესიის პირობებში იმყოფებოდა. კარგია, რომ მიუხედავად უკრაინაში მიმდინარე ომისა, დღეს ვაგრძელებთ დადებითი ტენდენციის შენარჩუნებას. თუმცა, მესმის, რომ ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება, ამიტომ მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ პოლიტიკურადაც და ეკონომიკის მიმართულებითაც“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.


დისკუსიის შემდეგ, კომიტეტებმა „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში”და “ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ” ინფორმაცია ცნობად მიიღეს და პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.


ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს




თეგები:
ბიუჯეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up