2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში სულ 807 ათასი ბიზნეს სუბიექტი იყო რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური სტატუსი მეოთხედს - 201 ათასს გააჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
3.7 მლნ-იან ღარიბ ქვეყანაში 800 ათასზე მეტი კომპანია და ინდ მეწარმე ვერ იარსებებს. დახურული კომპანიები უბრალოდ სტატუსშეჩერებულად აღირიცხებიან.
ბიზნეს სუბიექტთა 59.5% - 121 ათასი ინდმეწარმედაა დარეგისტრირებული. 39.8% - 81 ათასი კი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად. ინდმეწარმე კომერციულ იურიდიულ პირად არ ითვლება. თუ მხოლოდ კომერციული იურიდიული პირებიდან დავითვლით მაშინ შპს-ების წილი 98.4%-ს მიაღწევს. რეგისტრაციისა და მართვის გამარტივებული ფორმა, აგრეთვე ის ფაქტი, რომ ზარალის დადგომის შემთხვევაში დამფუძნებელს პირადი ქონებით არ მოუწევს პასუხისგება შპს-ების პოპულარობას განსაკუთრებულად ზრდის.
ყველა ბანკი და მსხვილ კომპანიათა ნაწილი სააქციო საზოგადოებადაა დარეგისტრირებული რაოდენობრივად მათი წილი კომერციული კომპანიების 1.1%-ს შეადგენს, მაგრამ ბრუნვაში მათი წილი 8%-ს აჭარბებს, 2022 წლის პირველი კვარტალის მონაცემით 9%-საც. მსხვილი ბიზნესის წილი ბრუნვაში წლიდან წლამდე იზრდება და ამჟამად 2/3-ს უთანაბრდება.