„რეგულაციები მომხმარებელს დადებითის მეტს არაფერს მოუტანს“ -  ლუკა ლომსაძე კრიპტო ბაზრის რეგულირებაზე

„რეგულაციები მომხმარებელს დადებითის მეტს არაფერს მოუტანს“ - ლუკა ლომსაძე კრიპტო ბაზრის რეგულირებაზე

access_time2023-01-13 21:00:06

ვირტუალური ვალუტის გამოყენებით ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკები იზრდება, სწორედ ამიტომ ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე  წლის პირველი იანვრიდან კრიპტო ბაზრის რეგულირება დაიწყო. ვის ეხება და რას  ცვლის მარეგულირებლის ეს გადაწყვეტილება, ამის  შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ My coins ის კომერციულმა დირექტორმა ლუკა ლომსაძემ ისაუბრა.


მისი თქმით რეგულაციები პირველ რიგში მომხმარებლებში ნდობის ფაქტორს გაზრდის,  რადგან ის კომპანიის და კლიენტების უსაფრთხოებას ემსახურება. რაც ბაზარს ფულის გათეთრებისგან და შავ ბაზართან კავშირისგან დაიცავს.


„ეს ყველაფერი გაფილტრავს ქართულ მარკეტს და ის ხელზე მოვაჭრეები, ვინც სხვადასხვა  ობიექტებზე არიან, შესაძლოა, საერთოდ გაქრნენ, იმ შემთხვევაში, თუ რაღაც გამოსავალი არ მოიფიქრეს. რაც შეეხება my coins-ს ჩვენთვის არაფერი არ იცვლება და ისევ ისე გავაგრძელებთ ოპერირებას, როგორც აქამდე იყო.



რეგულაციების მიღების შემდეგ, მომხმარებლის მიმართულებით ცვლილებებს არ ველოდები, რადგან  იმავენაირად შეძლებენ აქტივობების განხორციელებას და მათ არანაირი შეზღუდვა არ ექნებათ, პირიქით მათ გაუმარტივდებათ პროცესი, იმიტომ, რომ დღეს კრიპტოსამყაროს შესახებ არანაირი რეგულაცია არ  გვაქვს, კრიპტოვალუტით ნაშოვნ ფულს ბანკები ეჭვის თვალით უყურებენ და ზოგ შემთხვევაში მომხმარებლებს ანგარიშებსაც უხურავენ. როდესაც  ეს ყველაფერი რეგულაციებში მოექცევა და ლიცენზირებული გახდება, მსგავსი პრობლემები აღარ შეიქმნება, შესაბამისად, რეგულაციები მომხმარებელს დადებითის მეტს არაფერს მოუტანს“, - აღნიშნა ლუკა ლომსაძემ.


ლუკა ლომსაძე ფიქრობს, რომ რეგულაციების ამოქმედება ბაზარს საინვესტიციო მიმართულებითაც წაადგება, რადგან როდესაც საქართველოში  ლიცენზია და  ზოგადად,  მსგავსი არანაირი ფორმა არ არსებობს, დიდ ასპარეზზე გასვლა რთულია, რადგან დიდი კომპანია, როგორც  სერიოზულ  მოთამაშეს, არ  შემოგხედავს.


„ბაზარზე არსებული კომპანიებისთვის რეგულაციები იმ მხრივ იქნება კარგი, რომ საერთაშორისო ბაზარზე გვექნება ლიცენზირებული კომპანიის სახელი და ისეთი დიდი კომპანიებისთვის, როგორიც binance  - ია საქართველოს ბაზარზე  შემოსვლა პრობლემური არ იქნება“, -  აღნიშნა ლუკა ლომსაძემ.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up