რეგულაციები, რომლებიც 2023 წლიდან ამოქმედდება

რეგულაციები, რომლებიც 2023 წლიდან ამოქმედდება

access_time2022-12-29 10:00:38

2023 წლიდან არაერთი მნიშვნელოვანი რეგულაცია ამოქმედდება, მათ შორის რეფერენტული ფასების დაწესება მედიკამენტებზე, დიზელის „ევრო 5“ სტანდარტზე გადასვლა, გამონაბოლქვზე შემოწმების სტანდარტის გამკაცრება, სურსათის მწარმოებლებისთვის HACCP-ის სტანდარტის დანერგვა და სხვა.


„კომერსანტი“ გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან რეგულაციას, რომელიც მომავალი წლიდან შედის ძალაში:


მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება

2023 წლიდან, წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება. საქართველოს კანონის პროექტში „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ ცვლილებები შევა, რომლის მიხედვით სახელმწიფო მედიკამენტების ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს ადგენს, რომელზე ძვირადაც მედიკამენტის რეალიზაცია დაუშვებელი იქნება, რაც მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.


დიზელის „ევრო 5“ სტანდარტზე გადასვლა

მომავალი წლიდან დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლები მკაცრდება და ის ევრო 5-ის შესაბამისი სტანდარტის საწვავს გაუთანაბრდება. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ დღეს ბაზარზე სხვადასხვა სტანდარტის დიზელის საწვავის რეალიზაცია ხდება და ფასიც ხარიხის გათვალისწინებით განსხვავებულია, უკვე მომავალი წლიდან ყველა ნავთობიმპორტიორი ვალდებული იქნება ქსელში ევრო 5 სტანდარტის შესაბამისი საწვავი გაყიდოს. მთავრობის შესაბამისი დადგენილება ძალაში 1 იანვრიდან შედის.



ბენზინის ძრავიანი ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გამონაბოლქვზე

2023 წლის 1-ელი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, მავნე გამონაბოლქვის შემცირების მიზნით, ძალაში შედის გამონაბოლქვზე შემოწმების სტანდარტის გამკაცრება, რაც ტექნიკური ინსპექტირებისას გამოსაყენებელი გამონაბოლქვში ნახშირჟანგის (CO-ს) შემცველობის ნორმების კოეფიციენტის განსაზღვრა გულისხმობს. 2023 წლის 1-ლი იანვრიდან ბენზინის ძრავიანი ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას ავტომობილის გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები ზედა ზღვარი შემცირდება და გახდება 0.55% ძრავის უქმ სვლაზე.


HACCP-ის სტანდარტი სურსათის მწარმოებელი ყველა ბიზნესოპერატორისთვის

სურსათის მწარმოებელ ყველა ბიზნესოპერატორს ეკისრება ვალდებულება, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) 2023 წლის 1 ივნისამდე დანერგოს.

HACCP ინერგება მას შემდეგ, რაც ბიზნესოპერატორი დააკმაყოფილებს წარმოების სანიმუშო პრაქტიკის მოთხოვნებს და განახორციელებს წინასწარ აუცილებელ პროგრამებს (GMP და GHP). სისტემა ბიზნესოპერატორს საშუალებას აძლევს, წინასწარ განსაზღვროს და თავიდან აიცილოს სურსათის უვნებლობის პოტენციური საფრთხეები, მომხმარებელს მიაწოდოს უვნებელი სურსათი, შეამციროს მომხმარებლებში სურსათისმიერი დაავადებების შემთხვევები, რაც აამაღლებს მისი ბიზნესის კონკურენტუნარიანობას და გაზრდის მომხმარებლის ნდობას.


შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო სერტიფიცირება

2023 წლის 1 იანვრიდან, საქართველოში წარმოებული და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელი, დაცული ადგილწარმოშობის ღვინო და დაცული ადგილწარმოშობის სპირტიანი სასმელის სერტიფიცირება სავალდებულო ხდება.
შესაბამისი ცვლილებები „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში“ 2021 წელს შევიდა.


სამრეწველო საწარმოების მიერ გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის დაზღვევის ამოქმედება 

მომავალი წლიდან, სამრეწველო საწარმოებს გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის დაზღვევა მოუწევთ. ამას „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს, რომელიც ძალაში 2023 წლის 1 ივნისიდან შევა. საწარმოებს უჩნდებათ ვალდებულება გარემოსდაცვითი რისკების დაზღვევისთვის ან შესაბამისი პოლისი იყიდოს სადაზღვევო ინდუსტრიიდან, ან საბანკო გარანტია წარმოადგინოს. რა მოცულობის ფინანსური სახსრების მობილიზება მოუწევს კერძო სექტორს, ეს მათი მთავრობის დადგენილებით საწარმოს ზომიდან გამომდინარე განისაზღვრება.

2023 წლიდან შეიქმნება გარემოსდაცვითი ფონდიც, სადაც გარემოსთვის მიყენებული ზიანიდან გამომდინარე მატერიალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საწარმოების მიერ გადახდილი თანხების აკუმულირება მოხდება. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე განმარტავს, ფონდის სახსრები გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებას მოხმარდება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up