რეგულაციების მიუხედავად, ბიზნესის ბრუნვის მესამედი აზარტულ თამაშებზე მოდის

რეგულაციების მიუხედავად, ბიზნესის ბრუნვის მესამედი აზარტულ თამაშებზე მოდის

access_time2022-09-02 16:40:00

მიუხედავად მთავრობის მიერ შემოღებული რეგულაციებისა, საქართველოში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ აზარტულ თამაშებზე მოდის. კერძოდ, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მთლიანი ბიზნეს სექტორის ბრუნვის თითქმის მესამედი - 28% ხელოვნების, დასვენებისა და გართობის ჯგუფზე მოდიოდა. სწორედ ამ ჯგუფში შედის აზარტული თამაშებიც - მასთან ერთად აღნიშნული ჯგუფი აერთიანებს ბიბლიოთეკებს, არქივებს, მუზეუმებს, სპორტისა და დასვენების სფეროებს, თუმცა მისი უდიდესი წილი სწორედ აზარტულ თამაშებს უკავიათ.


საქსტატი აზარტული თამაშების სფეროს მაჩვენებლებს კვარტლურად არ აქვეყნებს, თუმცა წინა წლების სტატისტიკაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ რომ ზემოთ მოყვანილი ჯგუფის უდიდესი წილი აზარტულ თამაშებზე მოდის. გართობისა და ხელოვნების ჯგუფის მთლიანი ბრუნვა 2020 წელს 32.1 მლრდ ლარს შეადგენდა (მთლიანი ბრუნვის 28.1%-ს), საქსტატის ოფიციალური სტატისტიკით კი 2020 წელს აზარტული თამაშების ბრუნვა 32 მლრდ ლარს აღწევდა - აზარტული თამაშების სექტორის ბრუნვა განსხვავებულად ითვლება, (ბრუნვის მოცულობაში აისახება მოთამაშეთა მიერ ყოველ ჯერზე დადებული ფსონების ჯამს დამატებული მოთამაშეთა მიერ ჩარიცხული თანხა) თუმცა თვალსაჩინოა რომ აღნიშნული სექტორის უდიდესი წილი მხოლოდ აზარტულ თამაშებზე მოდის.


2022 წელსაც 2020 წლის მსგავსად მთლიანი ბიზნეს სექტორის ბრუნვის თითქმის მესამედი - 28% ხელოვნების, გართობისა და დასვენების ჯგუფზე მოდის. საინტერესოა რომ წლიურად ამ სექტორის ბრუნვა არათუ შემცირებული, არამედ გაზრდილია და 11.6 მლრდ ლარს შეადგენს, მაშინ როდესაც გასული წლის მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 11 მლრდ ლარს შეადგენდა - წლიური ზრდა 5.6%-ს შეადგენს.


გაზრდილია სექტორის პროდუქციის გამოშვებაც - ზრდა წლიურად 36%-ს აღწევს.



ამასთან მზარდია სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაც - სექტორი 13 ათასზე მეტ პირს ასაქმებს - წლიურად 36%-ით გაზრდილი მაჩვენებელი. ეს კი მაშინ როდესაც საქსტატის მონაცემებითვე, აზარტული თამაშების სექტორი 2020 წელს 9864 პირს ასაქმებდა.


მიუხედავად ბრუნვის ზრდისა, საქსტატში განმარტავენ რომ ეს ფაქტი არ ნიშნავს იმას რომ კაზინოების მომხმარებლები გაიზარდა, - შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მომგებიანობის ზრდას ანდა მომხმარებელთა ქცევის ცვლილებას, რაც იმით აიხსნება რომ თითოეული მოქალაქე შესაძლოა უფრო ხშირად და უფრო მაღალ თანხებზე თამაშობდეს, ვიდრე გასულ პერიოდში.


წყარო: gbc.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up