სადაზღვევო კომპანია ირაო, ცდილობს მუდმივად დაამკვიდროს ვენის სადაზღვევო ჯგუფის ევროპული სტანდარტი და ხარისხი საკუთარ პროდუქტებისა და სერვისებში. ირაო განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება პარტნიორების შერჩევას და ცდილობს მომხმარებლებს შესთავაზოს პროვაიდერების მრავალფეროვანი და ხარისხიანი არჩევანი.
ირაოს ჯანმრთელობის დაზღვევის მფლობელთათვის სასიხარულო სიახლე აქვს, მისი ახალი პარტნიორი - დასავლური სტანდარტების კლინიკა რეიმანი გახდა. დაზღევის მფლობელებს უკვე შეუძლიათ ირაოს ოჯახის ექიმების მომსახურებით კლინიკა რეიმანშიც ისარგებლონ.
ამ ეტაპზე რეიმანში ირაოს 3 ოჯახის ექიმია წარმოდგენილი - მათგან 1 პედიატრია, ხოლო 2 ექიმი განკუთვნილია ზრდასრულთათვის.
ირაოს დაზღვევით, კლინიკა რეიმანში სრული ამბულატორიის მიღება არის შესაძლებელი. საჭიროების შემთხვევაში, დაზღვეულებს შეუძლიათ მიმართონ კლინიკის კვალიფიციურ სპეციალისტებს შემდეგი მიმართულებით: პედიატრია, ქალთა ჯანმრთელობა, რადიოლოგია, კარდიოლოგია, ნევროლოგია, ოფთალმოლოგია, უროლოგია, ალერგოლოგია, დერმატოლოგია, ენდოკრინოლოგია, ლარინგოლოგია.
კლინიკაში არსებული თანამედროვე სამედიცინო აპარატურა და წამყვანი მწარმოებლების მასალები დიაგნოსტიკაში მაქსიმალურ სიზუსტეს უზრუნველყოფს. ლაბორატორია კი შეესაბამება დასავლურ სტანდარტებს, რაც შედეგების სანდოობის გარანტია.
რეიმანის გარემო მორგებულია მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე და სამედიცინო სერვისების ბიუროკრატიული პროცესების გამარტივებაზე.
რეიმანში ირაოს ოჯახის ექიმებთან ჩაწერას ირაოს ცხელი ხაზის მეშვეობით შეძლებთ: 0322 949 949
(R)