Ryanair-ის პოლონეთი - საბერძნეთის რეისზე, ბომბის შესახებ გაფრთხილება დაფიქსირდა - ამის შესახებ ინფორმაციას i24news.tv ავრცელებს.
Ryanair Boeing 737-მა, რომელშიც 192 ადამიანი იმყოფებოდა ათენის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა და მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.
აფეთქების საფრთხის გამო თვითმფრინავს თან ახლდა F-16 გამანადგურებელი, ასევე ელეფთერიოს ვენიზელოსის აეროპორტში მივიდა სპეცდანიშნულების რაზმი.