რეიტინგი Doing Business, რომელშიც საქართველო ლიდერ პოზიციაზეა, აღარ გამოქვეყნდება

რეიტინგი Doing Business, რომელშიც საქართველო ლიდერ პოზიციაზეა, აღარ გამოქვეყნდება

access_time2021-09-17 11:30:53

მსოფლიო ბანკი წყვეტს ყოველწლიური რეიტინგის Doing Business გამოქვეყნებას, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ბიზნესის კეთების პირობებს ეძღვნებოდა. ამის მიზეზი ის დარღვევები გახდა, რომლებიც წინა წლებში რეიტინგების შედგენისას იყო დაშვებული.



„მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, შეწყვიტოს ანგარიშის Doing Business გამოქვეყნება. მომავალში ახალ მიდგომებზე ვიმუშავებთ საქმიანი და საინვესტიციო კლიმატის შესაფასებლად“, – ნათქვამია ბანკის ინფორმაციაში, რომელიც 16 სექტემბერს საღამოს გამოქვეყნდა.



რეიტინგის გამოქვეყნება აუდიტის შედეგების გამო შეწყდა, რომელიც კომპანიამ WilmerHale ჩაატარა. აუდიტის ანგარიშიდან ჩანს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტალინა გეორგიევა, მსოფლიო ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის დროს, 2017 წელს ზეწოლას ახდენდა თანამშრომლებზე და აიძულებდა მათ, ჩინეთის რეიტინგის შედგენისას სხვა მეთოდოლოგიით ეხელმძღვანელათ, რითაც აუმჯობესებდა ჩინეთის მონაცემებს.




ჩინეთის რეიტინგის ფალსიფიკაცია



ამის შედეგად, 2018 წელს ჩინეთმა 78–ე პოზიციის შენარჩუნება შეძლო, თუმცა, რეალურად, მას 7 ადგილით უნდა დაეხია უკან. გეორგიევამ უარყო მის მიმართ წაყენებული ბრალდებები.



მსოფლიო ბანკი რეიტინგს Doing Business 2002 წლიდან აქვეყნებდა. ბიზნესის კეთების ხელსაყრელი პირობები 10 კატეგორიის მიხედვით ფასდებოდა: საწარმოს რეგისტრაცია, მშენებლობის ნებართვის მიღება, ელექტროქსელებზე დაერთება, საკუთრების რეგისტრაცია, კრედიტის მიღება, გადასახადების გადახდა და სხვ.



Doing Business 2020 რეიტინგში საქართველო მე–7 ადგილს იკავებს 190 ქვეყნიდან. საუკეთესო შეფასების ზღვართან მიახლოებით (DTF) ქვეყნის ქულამ ისტორიული მაქსიმუმი - 83.7 ქულა შეადგინა (0.2 პუნქტიანი გაუმჯობესება)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up