„რეკორდულად მაღალი“ ბიუჯეტი და ჩაშლილი მსხვილი პროექტები -  ინფრასტრუქტურის სამინისტროს 9 წელი

„რეკორდულად მაღალი“ ბიუჯეტი და ჩაშლილი მსხვილი პროექტები - ინფრასტრუქტურის სამინისტროს 9 წელი

access_time2021-12-17 10:00:54

2022 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე რეკორდულად მაღალი - მშპ-ს 9.1% დაიხარჯება - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას.



მისი თქმით, საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. როგორც მან აღნიშნა, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება ბოლო წლების განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის 8 პროცენტზე მაღალი იყო.



რეალურად, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი იზრდება, თუმცა მისი წილი მთლიან ბიუჯეტთან შედარებით ბოლო პერიოდში მცირდება. გარდა ამისა, 2013-2021 წლებში, არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი შეჩერდა, მათ შორის შემოვლითი რკინიგზა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ნამახვანჰესი, რუსთავი-თბილისის გზის მეორე მონაკვეთი და სხვა.



2012 წელთან შედარებით, 2022 წლის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის ფარდობითი მაჩვენებელი მთლიან ბიუჯეტთან 2.26 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. ასევე აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, ინფრასტრუქტურის ბიუჯეტის როგორც ნომინალური, ასევე ფარდობითი მაჩვენებელი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. დასახელებული მონაცემები ყველაზე მაღალი 2019 წელს იყო. ამ წლებში ერთი მხრივ, იზრდება ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების ნომინალური მაჩვენებლები, ხოლო მეორე მხრივ, ინფლაციის ფაქტორიც ახდენს გავლენას.






რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, რომელსაც არსებული გაზრდილი ბიუჯეტი ხმარდება. ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც 2013-2021 წლებში ხორციელდება, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტია. 2016 წლის „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო გეგმის მიხედვით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ავტომაგისტრალის დასრულების ვადამ 2024 წლამდე გადაიწია. მშენებლობის დაწყებიდან დღემდე, მოძრაობა 266.15 კილომეტრ გზაზეა გახსნილი. 2006-2012 წლებში, მოძრაობა ავტომაგისტრალის 68.15 კილომეტრზე გაიხსნა, 2013 წლიდან დღემდე კი - 198 კილომეტრზე.



გაჩერებულ პროექტებს შორის მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის მშენებლობა, რომელსაც საფუძველი 2017 წლის 24 ოქტომბერს ჩაეყარა. თუმცა 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება გაწყვიტა, რის შემდეგაც კონსორციუმმა და მისმა ერთ-ერთმა ინვესტორმა ბობ მეიერმა საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართეს. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა დესტრუქციულმა ნაბიჯებმა ამ პროექტის განხორციელება შეაჩერა, რამაც ინვესტორებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მოუტანა. 2020 წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი ხელახლა უნდა მომზადდეს, ამის შემდეგ საკონსულტაციო კომპანია MTBS-სთან კვლევის მომზადების თაობაზე ხელშეკრულებაც გაფორმდა. ერთი თვის წინ კი ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ პროექტში ახალი ინვესტორის მოზიდვის მიზნით განიხილება, რომ მთავრობის მონაწილეობა უფრო მეტად წონადი იქნება. „საუკუნის პროექტად“ წოდებული ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებას მთავრობა ამჯერად 2022 წელს გეგმავს, რაც ბიუჯეტის პროექტშიცაა ასახული.



კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი, რომელიც ბოლო პერიოდში შეჩერდა - „ნამახვანჰესია“. თურქულმა ენერგოგიგანტმა ENKA საქართველოს მთავრობასთან ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულება შეწყვიტა. კომპანიის გადაწყვეტილება მთავრობის მიერ ჰესის კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადებულ მორატორიუმს და მოსახლეობის პროტესტს მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ამჟამად საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დასაწყებადაც ემზადება. შესაბამისად, დაანონსებული 830 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ქვეყანაში აღარ შემოვა.



„ქართულმა ოცნებამ“ ვერ დაასრულა თბილისი-რუსთავის ავტობანის მეორე მონაკვეთი. ავტომაგისტრალის პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო და მისი განხორციელება 17 თვის პერიოდში იყო დაგეგმილი, მაგრამ პროექტი 2012 წლის დეკემბერში გამარჯვებული კომპანიის ფინანსური პრობლემების გამო შეჩერდა. 2013 წლის მაისში ხელახალ ტენდერშიი ჩინურმა კომპანია „სინოჰიდრომ“ გაიმარჯვა, რომლესაც გზის პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობა უნდა განეხორციელებინა. დასახელებული მონაკვეთების მშენებლობა 2014 წლის აპრილში დაიწყო. დღეის მდგომარეობით რუსთავი-თბილისის ავტობანის პირველი და მესამე მონაკვეთები დასრულებულია, მეორე მონაკვეთზე კი, მოსახლეობის პროტესტის გამო, სამუშაოები გაურკვეველი ვადით არის შეჩერებული.



2013 წლის სექტემბერში „ქართულმა ოცნებამ“ შეწყვიტა კიდევ ერთი პროექტი „შემოვლითი რკინიგზა“ როცა მისი ბიუჯეტის 60% უკვე ათვისებული იყო (213 მლნ აშშ დოლარი). სამშენებლო სამუშაოების შეჩერების ოფიციალურ მიზეზად პროექტის გაუმართაობა დასახელდა. რამდენიმე დღის წინ საპარტნიორო ფონდმა თბილისის შემოვლითი რკინიგზის ადგილზე დააანონსა თბილისის შემოვლითი ფასიანი საავტომობილო გზის მშენებლობა. პროექტის განხორციელება კერძო ინვესტიციით იგეგმება, და ინვესტორის დაინტერესებისთვის განიხილება მას შემოვლითი მაგისტრალის მიმდებარედ გადაეცეს გარკვეული უძრავი ქონება, სადაც საცხოვრებელი სახლები აშენდება. ჩადებული ინვესტიციის ამოღება 15 წელშია დაგეგმილი.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up