რეკორდული ინფლაცია მსოფლიოში: რა არის მიზეზები

რეკორდული ინფლაცია მსოფლიოში: რა არის მიზეზები

access_time2022-01-23 12:00:33

ფასების საყოველთაო ზრდა გრძელდება. ინფლაციამ უკვე მიაღწია ბოლო 40 წლის მაქსიმალურ მაჩვენებელს აშშ–სა და ევროზონის ქვეყნებში. სამომხმარებლო ფასები რეკორდულ ნიშნულზეა საქართველოშიც. კოვიდპანდემიის მოულოდნელი შემობრუნება სიტუაციას არაპროგნოზირებადს ხდის. სპეციალისტებს უჭირთ თქმა, როდემდე გაგრძელდება ფასების ზრდა და რა გველის 2022 წელს.

ევროზონის 19 ქვეყანაში ინფლაცია დეკემბერში მოულოდნელად 5%-მდე გაიზარდა, რაც რეკორდული ნიშნულია. ინფლაციაზე ყველაზე დიდ გავლენას ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა ახდენს. გაზისა და ელექტროენერგიის ფასებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. სურსათის, მომსახურებისა და იმპორტირებული საქონლის გაძვირება ასევე მნიშვნელოვნად აღემატებოდა ECB-ის ინფლაციის 2%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს, რაც Eurostat-მა  გამოაქვეყნა.

აშშ-ში 2021 წლის საშუალო ინფლაციამ 6,8%-ს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალია 1982 წლის შემდეგ. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ფასები გაიზარდა ბევრ სექტორში. გაძვირდა ბუნებრივი აირი, საკვები და უძრავი ქონება. ნოემბერში ბენზინის ფასმა 58,1%-ით მოიმატა. გაძვირდა მეორადი და ახალი მანქანები, ავეჯი და ტანისამოსი. ნოემბერში მნიშვნელოვნად გაძვირდა ავიაბილეთებიც.

საქართველოშიც ინფლაცია ისტორიულ მაქსიმუმზე – 13.9%-ზეა. ფასებზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა საგარეო ფაქტორებმა მოახდინა.

იმპორტზე დამოკიდებულ ადგილობრივ ბაზარზე გლობალური სიძვირე მყისიერად იწვევს ნედლეულსა და პროდუქტებზე ფასების ზრდას. ინფლაციაზე დიდი იყო კომუნალური გადასახადების სუბსიდიის გავლენაც. ე.წ. ლოკდაუნების გამო დაგროვილმა მოთხოვნამ გაზარდა იმპორტის მოცულობა. გაზრდილმა საბიუჯეტო დეფიციტმა განაპირობა მიმოქცევაში არსებული ფულის მასის ზრდა.

ფულის მასამ, M2-მა, რაც ეკონომიკაში არსებულ ნაღდ ფულს და ასევე, კომერციულ ბანკებში არსებულ დეპოზიტებს აჩვენებს, 2021 წლის ბოლოსთვის ახალ რეკორდულ ნიშნულს – 15,5 მილიარდ ლარს მიაღწია.

ეროვნული ბანკი გაზრდილ ფულის მასასა და ინფლაციას შორის კავშირს უარყოფს, თუმცა, ეკონომისტების ნაწილი ურთიერთკავშირს ფასების მატების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მიიჩნევს. მიმოქცევაში ნაღდი ფულის მასის მატების მიზეზად ქვეყანაში გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯები სახელდება. კრიზისულ პერიოდში ეკონომიკისთვის ფულის მასის მიწოდება გამართლებულად ითვლება. აშშ-ის მთავრობამ ამ მიზნით $6,55 ტრილიონის მოცულობის სტიმულირების პროგრამა შეიმუშავა. ამ ფულით მთავრობა ბანკებს დიდი ზარალისგან თავის დაღწევაში დაეხმარა.

ამ ფულმა ე.წ. ბუფერის ფუნქცია შეასრულა და ეკონომიკას დანაკარგების აღდგენის საშუალება მისცა ისე, რომ ფულის დიდი ნაწილი ელექტრონული ფორმით დარჩა და მიმოქცევაში არ გაუშვიათ.




რამ გამოიწვია ინფლაცია?

ინფლაციის გამომწვევი ფაქტორები ყველა ქვეყნისთვის თითქმის იდენტური აღმოჩნდა. შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ფასების გლობალური ზრდა დაფიქსირდა. ხალხმა დაიწყო ავტომანქანების შეძენა, ამუშავდა ტრანსპორტი, რესტორნები. ეს იწვევდა საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდას, რაც მის გაძვირებას განაპირობებდა. წარმოებამ დაიწყო დაგროვილი შეკვეთების შესრულება. მთელ მსოფლიოში გაძვირდა ტვირთების გადაზიდვა. ავტომწარმოებლებისთვის საჭირო ჩიპების ნაკლებობამ მანქანების ფასები ასწია. ზამთრის დადგომასთან ერთად გაიზარდა მოთხოვნა ბუნებრივ გაზსა და ნავთობზე. ამას, შეზღუდული მარაგების პირობებში, ენერგომატარებლების გაძვირება მოჰყვა.

ზოგადად, ეკონომიკის აღდგენა, მუშახელზე მოთხოვნას აჩენს. ისინი სარგებლობენ სიტუაციით და ხელფასების გაზრდას ითხოვენ. მათი მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში, ბიზნესს ეზრდება სახელფასო ხარჯი, რაც აძვირებს პროდუქციას და საბოლოოდ ინფლაციას ზრდის. ასე მოხდა შეერთებულ შტატებსა და ბევრ სხვა ქვეყანაში.

შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური სტიმულირების პაკეტმა ხელი შეუწყო მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნის გაზრდას, რომელიც შეეჯახა შეზღუდულ მიწოდებას და შექმნა დეფიციტი. აშშ-ის მონეტარულმა და ფისკალურმა პოლიტიკამ, რომელმაც ეკონომიკა რეცესიიდან გამოიყვანა, ფასების ზრდა დააჩქარა.

ინფლაციის ზრდისა და კრიტიკოსების ზეწოლის გამო, ნოემბრის თვეში Fed-მა სტიმულირების პროგრამა შეზღუდა. ამავე დროს გამოაცხადა, რომ წელს საპროცენტო განაკვეთებს რამდენჯერმე გაზრდის. ამან შეიძლება გააძვიროს მანქანები და სახლები, თუმცა, უფრო მიმზიდველს გახდის დაზოგვას და შეამცირებს ინფლაციას.



რა ელის ფასებს 2022 წელს?

რამდენად სწრაფად დასტაბილურდება ფასები, ამის თაობაზე ეკონომისტების შეხედულებები განსხვავებულია. ბევრმა მათგანმა აღიარა, რომ არ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ფასების ზრდა. ნაწილი ფიქრობს, რომ არის ინფლაციის უფრო მაღალი ნიშნულისკენ გაგრძელების რისკი. ეკონომისტები ყურადღებას ამახვილებენ ინფლაციის მოლოდინზე, რაც ფასების ზრდას აძლევს სტიმულს. ამერიკელი მომხმარებლის დიდი ნაწილი საკვებზე, გაზზე, საცხოვრებელსა და განათლებაზე ფასების ზრდას ელოდება. ECB აცხადებს, რომ ხელფასების ზრდა ფასებზე ზეწოლას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოახდენს.

რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, ბოლო კვირებში ინფიცირების რეკორდულად ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსის შემთხვევების ზრდა, სავარაუდოდ, შეაფერხებს ეკონომიკურ აქტივობას. სწრაფად გავრცელებადმა Omicron-მა შესაძლოა, იმოქმედოს ენერგომატარებლების ფასებზე: თუ შეზღუდვები დაბრუნდება და ხალხი ნაკლებად იმოგზაურებს, ბენზინზე მოთხოვნა შემცირდება, რაც ნიშნავს ინფლაციის შემცირებას. აშშ-ის ფედერალური დაგეგმვის ბიუროს პროგნოზით, 2022 წელს ინფლაცია 5% იქნება, ბარელი ნავთობის ფასი $77, ხოლო 1 ევრო $1,14 ეღირება.

ფასების ზრდა საქართველოშიც გაგრძელდება. ბიუჯეტის დიდი დეფიციტი შიდა მოთხოვნას გაზრდილ ნიშნულზე ტოვებს. შიდა მოთხოვნის მატება ბოლო პერიოდში დაკრედიტების ზრდამაც განაპირობა, რაც ინფლაციის შემცირებას უშლის ხელს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რომ საქართველოში იანვარსა და თებერვალში წლიური ინფლაცია უფრო მაღალი იქნება. ზრდის მთავარ ფაქტორად ის კომუნალურ გადასახადებს ასახელებს. სებ-ი ინფლაციის ეტაპობრივ შემცირებას გაზაფხულიდან ელოდება, რასაც გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამაც უნდა შეუწყოს ხელი. ეროვნული ბანკი ვარაუდობს, რომ 2022 წელს საშუალო ინფლაცია 7,2% იქნება, წლის ბოლოს კი – 3,4%.


წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up