რეკორდული მოგება და 4 ზარალიანი ბანკი - როგორია სექტორის მაჩვენებლები

რეკორდული მოგება და 4 ზარალიანი ბანკი - როგორია სექტორის მაჩვენებლები

access_time2023-02-28 00:25:44

2022 წლის 12 თვეში ბანკებმა ჯამში 1.9 მლრდ ლარამდე წმინდა მოგება გამოიმუშავეს. სექტორის წარმომადგენელთა უმეტესობამ მეოთზე კვარტალში მოგებაზე გასვლა შეძლო, გასული წელი წაგებით ქართული საბანკო სექტორის ოთხმა წარმომადგენელმა „ვითიბი ბანკმა“, „სილქ როუდ ბანკმა“ „პაშა ბანკმა“, „პეისერა საქართველომ“ დაასრულა. ყველაზე დიდი, 51 მლნ ლარის ზარალი „ვითიბის“ აქვს, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკი მოგებაზე იყო. ზარალიანი ბანკების რეიტინგში მეორე ადგილას „პაშა ბანკია“ , რომელსაც არც გასულ წლებში ჰქონია მოგება, მესამე ადგილას „სილქ ბანკია“, ხოლო მეოთხეზე ბაზარზე ახლადშესული „პეისერა“, რომელსაც საოპერაციო საქმიანობა ჯერ არ დაუწყია.


კომერციული ბანკების რეიტინგი მოგება/ზარალის მიხედვით (2022 წლის 12 თვე):

• თიბისი ბანკი - 967,251,772 ლარი

• საქართველოს ბანკი - 924,342,950 ლარი

• ბაზის ბანკი - 53,210,417 ლარი

• ლიბერთი ბანკი - 66,939,612 ლარი

• პროკრედიტ ბანკი - 46,056,825 ლარი

• ტერა ბანკი - 27,859,725 ლარი

• ქართუ ბანკი - 46,386,743 ლარი

• კრედო ბანკი - 30,662,512 ლარი


• იშ ბანკი - 16,734,547 ლარი

• ხალიკ ბანკი - 10,105,451 ლარი

• ზირაათ ბანკი - 6,102,205 ლარი

• ვითიბი ბანკი - ზარალი 51,303,739 ლარი

• პაშა ბანკი - ზარალი 2,131,967 ლარი

• სილქ ბანკი - ზარალი 2,883,983 ლარი.

• პეისერა ბანკი საქართველო  ზარალი 269,855 ლარი.


„ვითიბი ბანკის“ ზარალის მიზეზი „ვითიბი ბანკი საქართველოს“ იმ რუსულ ბანკებს შორის მოხვედრა იყო, რომლებზეც რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები გავრცელდა. სანქცირებულმა „ვითიბი ბანკმა“ საქართველოში ფიზიკური და იურიდიული პირების პორტფელი გაასხვისა. გარიგების შედეგად, საცალო პორტფელი „ბაზის ბანკმა“, მცირე და საშუალო ბიზნესის კი „ლიბერთიმ“ გადაიბარა.


„პაშა ბანკი“ ზარალზე წინა წლებშიც გადიოდა. პამდემიის დროს სესხების შესაძლო დანაკარგებისთვის ერონულმა ბანკმა საბანკო სექტორს სარეზერვო ბუფერი დააკისრა, სწორედ ამიტომ 2020-ის გაზაფხულზე „პაშა ბანკმა“ 317 მლნ ლარის პორტფელზე 20 მლნ-მდე რეზერვი შექმნა. 


„სილქ ბანკი“ კი ერთადერთი იყო, რომელმაც პანდემიური წლის მეორე კვარტალი მოგებით დაასრულა, მისი წმინდა მოგება 2020 წლის 6 თვეში 253,512 ლარი იყო, მაშინ როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკი 358,804 ლარის ზარალზე გავიდა. გასულ წელს ბანკმა სახელი შეიცვალა და „სილქ როუდ ბანკის“ ნაცვლად „სილქ ბანკი“ გახდა.


„პეისერა ბანკი საქართველო“ კი საქართველოში პირველი ციფრული ბანკია, რომელიც ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს. საბანკო საქმიანობების რეალურ რეჟიმში განხორციელების უფლებამისილების მინიჭება, სალიცენზიო მოთხოვნების შესრულების კვალდაკვალ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე, ეტაპობრივად მოხდება. ციფრული მოდელის გათვალისწინებით, პეისერა საქართველოს მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება დისტანციურად ფილიალებისა და სერვის ცენტრების გარეშე.


თეგები:
მოგება



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up