საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 14 თებერვალს გამათულ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ შექმნა კომისია, რომელიც შეჯერდა იმაზე, რომ საპორცენტო განაკვეთი 26%-ს არ ასცდება, რაც, პრემიერის თქმით, პენსიონერებისთვის შვება იქნება.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროს საპროცენტო განაკვეთი 80%, 90%, 100%-ზე მეტი იყო.
„მინდა, კიდევ ერთ საკითხზე ჩავაბარო ჩვენს მოქალაქეებს ანგარიში, მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ, როცა მე ვიყავი პარლამენტში, ერთ-ერთი ინიციატივა და მომართვა შეეხებოდა პენსიონრების საპროცენტო განაკვეთს, რომელიც საკმაოდ მაღალი იყო, დღს ჯერ კიდევ არის მაღალი. თუმცა მოგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების დროს ეს იყო 80%, 90%, 100%-ზე მეტი. ჩვენ რა თქმა უნდა, მინიმუმამდე დავწიეთ ეს საბანკო პროცენტი, მაგრამ 36% მაინც მაღალია პენსიონრებისთვის. ამიტომ, ბატონი ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ჩვენ შევქმენით კომისია, იმუშავეს ამ საკითხზე და შეჯერდნენ, რომ აღნიშული 26%-ს არ აცდება, 26%-მდე დავწევთ ამ განაკვეთს, რაც კიდევ ერთი შვება იქნება ჩვენი პენსიონრებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.