მას შემდეგ რაც 2022 წლის ზაფხულში ფრანგულმა Renault-მ რუსეთი დატოვა, მის ქარხანაში Москвич-ის ბრენდის მანქანების აწყობა დაიწყო. ქარხანა ჩინურ JAC კომპონენტებზე დაფუძნებულ კროსოვერის ორ მოდელს - Москвич 3-ს - შიდა წვის ძრავებით და Москвич 3e-ს ელექტრომობილებს აწარმოებს.
16 თებერვალს რუსულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქარხანამ Москвич 3 მანქანა და Москвич 3e ელექტრო მანქანები რუსეთის 11 ქალაქში გაგზავნა. გადაზიდვები განხორციელდა მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ნოვოსიბირსკში, ეკატერინბურგში, ნიჟნი ნოვგოროდში, უფაში, დონის როსტოვში, კრასნოდარში, იჟევსკში, კემეროვოსა და ნაბერეჟნიე ჩელნიში.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მოსკვიჩის ქარხანა 2023 წელს 50 000 Москвич-ის წარმოებას გეგმავს.