საავტომობილო ალიანსი Renault-Nissan-Mitsubishi აპირებს 23 მლრდ დოლარის ინვესტირებას მომდევნო 5 წლის განმავლობაში ელექტრომობილების განვითარებისთვის. ამის შესახებ კომპანიის ანგარიშში ვკითხულობთ.
"Renault-მა, Nissan-მა და Mitsubishi-მ უკვე განახორციელეს 10 მლრდ ევროს ინვესტიცია ტრანსპორტის ელექტროფიცირებაში. ძირითად ბაზრებზე ალიანსის 15 ქარხანა უკვე აწარმოებენ დეტალებს, ძრავებსა და ელემენტებს 10 ელექტრომობილისთვის, რომლებიც უკვე გზებზეა. ამ უნიკალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ ალიანსი გაზრდის ინვესტიციებს ელექტროფიცირებაში 23 მლრდ ევროთი მომდევნო 5 წლის განმავლობაში, რაც საშუალებას მოგვცემს შევქმნათ დამატებით 35 ახალი ელექტრომობილი 2030 წლისთვის,“ - წერია განცხადებაში.
ამასთან, როგორც განცხადებაში წერია, ახალი მოდელების 90% შეიქმნება ალიანსის ხუთიდან ერთ საერთო პლატფორმაზე. გარდა ამისა, კომპანია აპირებს 50%-ით შეამციროს აკუმულატორების ღირებულება უკვე 2026 წლისთვის. იმ დროისთვის კომპანიას გეგმაში აქვს წლიურად 10 მლნ ავტომობილი აწარმოოს.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"