RENAULT TRUCKS-ის ამბიციური გეგმები ელექტრომობილების მიმართულებით

RENAULT TRUCKS-ის ამბიციური გეგმები ელექტრომობილების მიმართულებით

access_time2023-04-20 14:35:12

E-Tech - ასე უწოდა Renault Trucks-მა ელექტრომობილების მიმართულებით ახალ, 360°-იანი მხარდაჭერის გეგმას. განახლებული სტრატეგიის ფარგლებში კომპანია 2030 წლისთვის წარმოებული ელექტრომობილების გაყიდვების გაზრდას 50%-ით გეგმავს. 2040 წლისთვის კი მანქანების 100% ნახშირბადნეიტრალური იქნება.

 

ამბიციური გეგმების ფარგლებში Renault Trucks საკუთარ ცოდნას გადამზიდავებს გაუზიარებს და ნახშირბადნეიტრალურ მუშაობაზე გადასვლის პროცესში დაეხმარება. მისი E-Tech შეთავაზება მომხმარებლის 360°-იან მხარდაჭერაზეა ფოკუსირებული და ნულოვანი ემისიის მქონე სატვირთო ელექტრომანქანებისთვის არსებული პირობების ჩანაცვლებას მოიცავს.

 

კომპანია წლებია, სიახლეზე მუშაობს. ბრენდი მომხმარებელს სატვირთო ელექტრომობილების მრავალფეროვან სამოდელო რიგს სთავაზობს და პროდუქციის ხაზს სტაბილურად აფართოებს. მისი გაყიდვების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, კომპანია ძალიან სწრაფად პროგრესირებს. ამის მაგალითად შეგვიძლია 2021 წლის სტატისტიკა მოვიყვანოთ, როდესაც მწარმოებელმა მომხმარებელს 249 სატვირთო ელექტრომანქანა მიაწოდა და დამატებით კიდევ 613 მოდელზე მიიღო შეკვეთა.

 

Renault Trucks - დეკარბონიზაციის პარტნიორი


 

ახალი სტრატეგიის მიხედვით, Renault Trucks მაღალი სტანდარტების მქონე ელექტრომობილების დიაპაზონის გაზრდას აპირებს, რასაც მომხმარებელთა მხარდაჭერის სრული პაკეტიც ემატება. ეს უკანასკნელი მთლიან პერიოდს მოიცავს – დაწყებული ელექტრომობილის შესყიდვიდან, დამთავრებული მისი მუშაობის მონიტორინგით.

 

მომხმარებელთა 360°-იანი მხარდაჭერის სტრატეგია 4 ეტაპისგან შედგება:

 

  1. საწყისი ეტაპი, რომლის დროსაც Renault Trucks მომხმარებლებს დეკარბონიზაციის გეგმის შედგენაში, ანალიზსა და საჭიროებების განსაზღვრაში დაეხმარება;  
  2. დიაგნოსტიკის მეორე ეტაპი სიმულაციური ინსტრუმენტების გამოყენებას გულისხმობს. ეს ფაზა დამკვეთის საქმიანობის შესწავლით იწყება და ავტოპარკის,  მარშრუტებისა და ელექტრომოწყობილობების ანალიზს მოიცავს. სიმულაციური ინსტრუმენტები მომხმარებელს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებასა და საქმიანობის მონიტორინგში დაეხმარება;
  3. შემდეგ ეტაპზე Renault Trucks დეკარბონიზაციის პროექტის არქიტექტორის ფუნქციას შეითავსებს და ახალ ეკოსისტემას დამკვეთთან ერთად ააშენებს. ამ ფაზაზე მწარმოებელი მომხმარებელს სთავაზობს დაფინანსებას როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სუბსიდიების გათვალისწინებით. ასევე ის სრულად დაეხმარება მომხმარებელს სატვირთო ელექტრომანქანის სრულყოფილად აღჭურვაში;
  4. ფინალურ ეტაპზე Renault Trucks პროექტის მენეჯერის როლს მოირგებს, რომელიც თავის მომხმარებელს დეკარბონიზაციის მიმართულებით პირველი ნაბიჯების სწორად გადადგმაში დაეხმარება. ეს ნაბიჯები მოიცავს: დამტენი სადგურების დამონტაჟებას, მძღოლებისა და ავტოპარკის მენეჯერების მომზადებას, ავტოპარკის ადმინისტრირებას და სხვა. ასევე, Renault Trucks-ის ქსელი დამტენი მოწყობილობების მონიტორინგს ახორციელებს, აკვირდება მანქანის მართვისა და მის მიერ ენერგიის მოხმარების პროცესს, ამის საფუძველზე კი მომხმარებელს აძლევს ოპტიმიზაციაზე ორიენტირებულ რჩევებს, რეკომენდაციებს მარშრუტებისა და ტექნიკური ოპერაციების შესახებ.

 

Renault Trucks-ს შესახებ: Renault Trucks Volvo ჯგუფის ნაწილია, რომელიც სატვირთო მანქანების, ავტობუსების, სამშენებლო ტექნიკის, სამრეწველო და საზღვაო ძრავების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია მსოფლიოში. Renault Trucks, რომელიც 150 ქვეყანაში ოპერირებს, მომხმარებელს ყოველწლიურად 50 000-ზე მეტ სატრანსპორტო საშუალებას აწვდის მსოფლიო მასშტაბით. ფრანგული ბრენდის პორტფელში სხვადასხვა დანიშნულების პროდუქციის ფართო არჩევანია წარმოდგენილი.

 

Renault Trucks-ს საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Commercial Vehicles წარმოადგენს. კომპანია ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს სამშენებლო, კომერციულ და სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებს სთავაზობს.


(R)


თეგები:
RENAULT TRUCKS



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up