Renault–ს ჯგუფის რუსული აქტივები სახელმწიფო საკუთრებაში გადადის. მისი წილი ავტოვაზში რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საქვეუწყებო საავტომობილო სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტს გადაეცა, ხოლო ქარხანა „რენო როსია“ მოსკოვის ხელისუფლებას. ამის შესახებ kommersant.ru წერს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
Renault–ს ავტომობილებს სერვისს რუსეთში ავტოვაზი გაუწევს.
Renault რუსეთში Alliance Rostec Auto–ის წილის 67,61%–ს ფლობდა, რომელიც „როსტეხთან“ ერთობლივად შეიქმნა.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ „რენო როსია“ გააგრძელებს ავტომობილების წარმოებას ისტორიული ბრენდით „მოსკვიჩი“.