რესპუბლიკა სრპსკას დღესასწაულზე, 9 იანვარს, რუსეთის გასამხედროებული დაჯგუფება - „ვაგნერის" და კრემლის მომხრე ბაიკერების - „ღამის მგლების" წევრების ჩასვლას ელიან, აცხადებს ბოსნიელი მაღალჩინოსანი.
„ესინფორმაცია სადაზვერვო და უსაფრთხოების სტრუქტურებიდანაა. რამდენადაც ვიცი, ეს ოფიციალურად არც ერთ მათგანს არ გამოუცხადებია. ესენია მეტნაკლებად ექსტრემალური და რადიკალური ჯგუფები, რომლებიც ამ არეალში უკვე დიდი ხანია არიან და, ჩვენი მოლოდინით, ისინი აქ იქნებიან 9 იანვარს", - უთხრა ბოსნიის უშიშროების მინისტრმა სელმო ციკოტიჩმა რადიო თავისუფლებას.
რესპუბლიკა სრპსკას დღესასწაულს, რომელიც 9 იანვარს აღინიშნება, ბოსნია-ჰერცეგოვინის საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. დღესასწაული, სასამართლოს აკრძალვის მიუხედავად, აღინიშნება.