რესპუბლიკის მოედნიდან ქალების მარში დაიწყო, რომლებიც პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას მართავენ. ისინი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონს აპროტესტებენ.
როგორც ცნობილია სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან შეკრებას 15:00 საათიდან აპირებენ, ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა საპროტესტო აქციაზე მობილიზაციის დაწყება 17:00 საათიდან დაანონსა.