რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამშობიარო და პედიატრიული განყოფილებები გაიხსნება

რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამშობიარო და პედიატრიული განყოფილებები გაიხსნება

access_time2022-06-23 11:00:00

რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამშობიარო და პედიატრიული განყოფილებები გაიხსნება, რაც მანამდე ამ სამედიცინო დაწესებულებაში არასოდეს ყოფილა.


ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლიკა ჭუმბურიძემ განაცხადა.


მისივე თქმით, კლინიკა 10 მაისიდან კოვიდ-დაწესებულებიდან ჰიბრიდულ რეჟიმში გადავიდა – მასში შენარჩუნებულია კოვიდ-პროფილი როგორც მოზრდილების, ისე ბავშვებისთვის, ასევე აქვს კოვიდრეანიმაცია. ამასთან, რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაუბრუნდა პანდემიამდე არსებული სერვისები, უახლოეს კვირებში კი ახალი სერვისების დამატებაც იგეგმება.


ლიკა ჭუმბურიძე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში კლინიკა 700 საწოლზე გაიშლება და მოცული ექნება ყველა არსებული სამედიცინო პროფილი, მათ შორის სამშობიარო და პედიატრიული, რომელიც ერთ თვეში ამოქმედდება. პედიატრიულ მიმართულებაში იქნება როგორც თერაპიული, ისე ქირურგიული განყოფილებები.



ჭუმბურიძის თქმით, კლინიკაში იმუშავებს ონკოლოგიური სერვისები, სხივური თერაპია, ბირთვული მედიცინა, მასში განთავსდება დიდი სისხლის ბანკი, პათანატომიური და ყველა ის მიმართულება, რაც კი სამედიცინო სფეროში არსებობს.


ამასთან, ერთი თვეა დაფუძნდა პერსონალის უწყვეტი განვითარების ცენტრი, სადაც განსაკუთრებული აქცენტი ექთნებისა და სანიტრების გადამზადებაზე კეთდება, იმოქმედებს გაცვლითი პროგრამები უცხოეთში.


ლიკა ჭუმბურიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს კლინიკის რეკონსტრუქციის ეტაპი, მის ნაწილზე უკვე მომზადებულია პროექტი, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს არქიტექტორებთან, რათა მომზადდეს კლინიკის სრული პროექტი. ჭუმბურიძე ამბობს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს 60 ათასი კვადრატული მეტრის ფართი აქვს და თითოეული სანტიმეტრი სწორად უნდა დაპროექტდეს.


ჭუმბურიძე ასევე აცხადებს, რომ განვითარებასთან ერთად რესპუბლიკური საავადმყოფო გამოაცხადებს კონკურსს ახალი კადრების აყვანაზე.


წყარო: jandacva.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up