რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი ყველა კოვიდპაციენტი აუცრელია. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან გოფოძემ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი არც ერთი პაციენტი ვაქცინირებული არ არის.
„ინფექციის პრევენციის ერთადერთი, ყველაზე ეფექტური საშუალება არის ვაქცინაცია. დღეში 30 ათასის ნაცვლად, 3-5 ათასი ვაქცინირებული, ძალიან დაბალი მაჩვენებელია, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ეს პროცესი გავააქტიუროთ. რაც მეტი ვაქცინირებულია, მით ნაკლებია მძიმე პაციენტი.
ჩვენი კლინიკის მაგალითზე გეტყვით - 70 პაციენტიდან, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, არცერთი არ არის ვაქცინირებული. ყველა მძიმე შემთხვევა, რომელიც მკურნალობს კლინიკაში, აუცრელია“, - აღნიშნა ლევან გოფოძემ.
imedinews.ge