თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლიანა ჭუმბურიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ს კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობას ამჟამად კლინიკური დირექტორი, ვლადიმერ პაპავა ასრულებს.
რაც შეეხება ლიანა ჭუმბურიძეს, bm.ge-ს ინფორმაციით, ის ჯანდაცვის სამინისტროში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ: ლიანა ჭუმბურიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის პოსტზე ლევან გოფოძე მაისში შეცვალა.
წყარო: bm.ge