რესპუბლიკური საავადმყოფოს სიმყარე შეუძლებელია ეჭვქვეშ დააყენოს რომელიმე ექსპერტმა - ბადრი გორგილაძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს სიმყარე შეუძლებელია ეჭვქვეშ დააყენოს რომელიმე ექსპერტმა - ბადრი გორგილაძე

access_time2023-03-30 11:00:29

გამორჩეული სეისმომედეგობიდან გამომდინარე, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის სიმყარე შეუძლებელია ეჭვქვეშ დააყენოს რომელიმე ექსპერტმა. მისი დანგრევა სრული სიგიჟეა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბადრი გორგილაძე წერს. მისი თქმით, საავადმყოფოს მშენებლობას მამამისი გრიგოლ გორგილაძე ხელმძღვანელობდა. 1966 წლის ტაშკენტის მიწისძვრის შემდეგ, ხელისუფლება სერიოზულად მოეკიდა სეისმომედეგობის პრობლემას და სსრკ-ში პირველად განახორციელა რიხტერის შკალით მინიმუმ 6 ბალზე გათვლილი სამოქალაქო ნაგებობის პროექტი.


ბადრი გორგილაძე წერს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევა სრული სიგიჟეა და ასეთი რამ საჭიროც რომ გახდეს, საკმაოდ ძვირი დაჯდება.


„სახელმწიფოს ინიციატივით საქართველოში პირველი დიდი საავადმყოფოს მშენებლობა განხორციელდა რესპუბლიკური კლინიკის სახით. მაშინ ამგვარი მნიშვნელობის საკითხები მოსკოვში წყდებოდა, ჰოდა შესაბამისი „მანიპულაციებით თბილისმა „დაითრია“ ამ უნიკალური ნაგებობის განხორციელების უფლება. საქმე იმაშია, რომ ტაშკენტის მიწისძვრით შეშფოთებული ხელისუფლება სერიოზულად მოეკიდა სეისმომედეგობის პრობლემას და საქმეში ჩაერთო მოსკოვის ექსპერიმენტული დაპროექტების ინსტიტუტი. სსრკ-ში პირველად განახორციელა რიხტერის შკალით მინიმუმ 6 ბალზე გათვლილი სამოქალაქო ნაგებობის პროექტი. ადგილზე ობიექტის მშენებლობას ხელმძღვანელობდა მამაჩემი, გრიგოლ გორგილაძე, რომელიც სპეციალურად მიავლინეს ტაშკენტში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ. სწორედ ამიტომ არის ცნობილი ჩემთვის ეს სპეციფიკური ინფორმაცია. მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, ამ ობიექტზე ხშირად ვიმყოფებოდი და ეს ფოტოსურათებიც პირადად ჩემი გადაღებულია. გამორჩეული სეისმომედეგობიდან გამომდინარე, საავადმყოფოს შენობის სიმყარე შეუძლებელია ეჭვქვეშ დააყენოს რომელიმე ექსპერტმა. მისი დანგრევა სრული სიგიჟეა და ასეთი რამ საჭიროც რომ გახდეს, საკმაოდ ძვირი დაჯდება (გაიხსენეთ, რა დრო და ენერგია წაიღო ანდროპოვის ყურების მორღვევამ).


ჩემს პოსტებს თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ არასდროს არავისთვის არ მითხოვია გაზიარება (ეთიკურად არ მიმაჩნია ამგვარი დაძალება), თუმცა ამჯერად საქმე ეხება ისეთ ძალისხმევას, რითაც შეიძლება, რომ თავიდან ავიცილოთ მორიგი სიბრიყვე. ამიტომ თუ ვინმეს გაქვთ კომუნიკაცია იმ ადამიანებთან, ვინც იბრძვის კლინიკის გადასარჩენად, გთხოვთ მიაწვდინოთ ეს ინფორმაცია. ვფიქრობ შენობის უნიკალური სეისმომედეგობა, სხვა არგუმენტებთან ერთად, შესაძლოა იქცეს ზღვარგადასული სიხარბის დამაშოშმინებელ სერიოზულ ბარიერად. ბოლო სურათზე მარცხნიდან მარჯვნივ დგანან მშენებელი ინჟინრები: ალექსანდრე კურცხალია, გრიგოლ გორგილაძე და კაკო ბილიხოძე“, - წერს ბადრი გორგილაძე და ტექსტთან ერთად სოციალურ ქსელში მის მიერ გადაღებულ უნიკალურ ფოტოებს ავრცელებს.







 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up