რესპუბლიკურ საავადმყოფოში კვლავ პროტესტია – ფოიეში შეკრებილი ექიმები დირექტორთან შეხვედრას ითხოვენ. გუშინ მათ პრემიერთან და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაც მოითხოვეს. პასუხად ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ შეხვედრა და საავადმყოფოსთან დაკავშირებით გეგმის პრეზენტაციას მომავალ კვირაში გეგმავენ.
„გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები, პირველი მოთხოვნა რაც იყო, რეაბილიტაციის პარალელურად უწყვეტი მუშაობა, ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, ვითხოვთ ისევ ბატონი ზაზა ავალიანის მხრიდან თანამდებობის დატოვებას, ვუცხადებთ უნდობლობას”, – ამბობს აქციის მონაწილე ერთ-ერთი ექიმი. ექიმები უნდობლობას უცხადებენ დირექტორის ფინანსურ მოადგილესაც. მათი თქმით, გაუგებარია როგორ აიღებენ ხელფასებს, თუ რეაბილიტაციის პარალელურად ვერ შეძლებენ მუშაობას.
პროტესტის მონაწილე ექიმები ამბობებ, რომ მენეჯმენტი გუშინ სამსახურში არ მისულა.