რესტორანი კვამლი „მწვანე პასპორტების“ ამოქედების შემდეგ მომხმარებლების გარეშე დარჩა

რესტორანი კვამლი „მწვანე პასპორტების“ ამოქედების შემდეგ მომხმარებლების გარეშე დარჩა

access_time2021-12-16 13:00:35

მწვანე პასპორტის ამოქმედების შემდეგ, ქუთაისში მდებარე ცნობილი რესტორანი “კვამლი“ თითქმის გაჩერებულია. როგორც „კომერსანტს“ რესტორნის მენეჯერმა ქრისტინე ქავთარაძემ უთხრა, რესტორანს მომხმარებლები ფაქტობრივად აღარ ჰყავს და დაკეტვის პირასაა.

 


„მწვანე პასპორტების ამოქმედება რესტორნების მუშაობაზე საშინლად აისახა, ეს რეგულაცია ფაქტობრივად რესტორნების გაჩერებას ნიშნავდა. მომხმარებელი უბრალოდ აღარ გვყავს, განა ძალიან შეგვიმცირდა ან განახევრდა ადამიანები უბრალოდ აღარ მოდიან, რადგან იციან რომ მწვანე პასპორტის გარეშე ვერ შემოვუშვებთ. გარდა ამისა რესტორანში ერთი ან ორი ადამიანი ხომ არ დადის, ჯგუფებად დადიან და ათი კაციდან თუნდაც ორს რომ არ ჰქონდეს მწვანე პასპორტი ყველა იძულებულია რომ რესტორანზე უარი თქვას“, - აღნიშნა ქრისტინე ქავთარაძემ.

 

 

ქავთარაძე ამბობს, რომ რესტორანს მუშაობისთვის მომხმარებელი სჭირდება, მისივე თქმით რაღაც უნდა შეიცვალოს, რადგან ამ მდგომარეობაში რესტორნების არსებობა წარმოუდგენელია.


 


„პირველ დეკემბრამდე რესტორანი მუშაობდა, ყოველ შემთხვევაში ასეთ ან ამაზე ცოტა უკეთესი მდგომარეობა არ გვქონია, ვმუშაობდით და ხალხიც დადიოდა, ახლა რატომ ვამუშაოთ არ ვიცი, გატანის სერვისზეც არ გვაქვს შეკვეთები, გვქონდა დახურვაზეც საუბარი, მაგრამ ამას ჩემი მხრიდანაც პროტესტი მოყვა, მე ხომ ვიცი ჩემი თანამშრომლების მდგომარეობა, ზოგს ოჯახი ჰყავს სარჩენი, ზოგს ბანკის სესხი აქვს და ა.შ. დღეს რესტორნის დახურვა ამ ადამიანების ლუკმა პურის გარეშე დატოვებას ნიშნავს. სადამდეც გავქაჩავთ ვიქნებით და შემდეგ უკვე იძულებულები ვიქნებით რაღაც გადაწყვეტილება მივიღოთ“, - აღნიშნა ქრისტინე ქავთარაძემ.

 

 

საქართველოში „მწვანე პასპორტი“ 1-ლი დეკემბრიდან მოქმედებს. „მწვანე პასპორტის“ გარეშე მომხმარლები კაფეებისა და ბარების ღია და დახურული სივრცეებში, რესტორნებში, კინოთეატრებში,  მუზეუმებში, ოპერაში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში, სპა-ცენტრებში, ფიტნესდარბაზებში, სასტუმროებსა და სამთო კურორტების საბაგირო გზებზე არ დაიშვებიან.  

 


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up