„მარკო პოლოს“ ისტორიის დასასრული – რესტორანი დაიხურა, ფართი ქირავდება

„მარკო პოლოს“ ისტორიის დასასრული – რესტორანი დაიხურა, ფართი ქირავდება

access_time2021-06-28 11:00:30

90-იან წლები, თბილისი - ეკონომიკური კრიზისი, სამოქალაქო ომი, საკვები პროდუქტის დეფიციტი, უშუქობა, კუპონები და უიმედობა. მაშინ, როცა ქვეყანაში ყველა მიმართულებით კრიზისია, დედაქალაქის ცენტრში არც მეტი, არც ნაკლები ტავერნა-ბარი იხსნება. „მარკო პოლო“ – ასე ერქვა ადგილს, სადაც ახალი ურთიერთობები იბადებოდა. მართლაც, ძალიან მალე ტავერნა - ბარი თბილისში ყველაზე პოპულარული თავშეყრის ადგილი გახდა.

 

გაგიკვირდებათ და ყველაფერი დასავლეთიდან დაიწყო, კი დასავლეთიდან, კერძოდ ნიუ-იორკიდან. ამერიკაში ჩასული ქართველი ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში ხვდება, სადაც იდეა იბადება, იდეა, რომ საბჭოთა დროინდელ შენობაში ახალი სივრცე შეიქმნას. პროექტის განხორციელებას ცნობილი მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი ჯუმბერ ბერაძე იწყებს.




„კომპანია „მელოდიის“ თბილისის განყოფილების დირექტორი ვიყავი, როდესაც 1989 წელს, ამერიკული უდიდესი ტელესაკომუნიკაციო კომპანი „Metromedia“-ს პრეზიდენტი დიკ შერვინი საქართველოში ჩამოვიდა. შევხვდით, ვისაუბრეთ, შეაფასეს თუ როგორი იქნებოდა საქართველოში ჩემი როლი ამ ბიზნესის წარმატებაში. ჩემთან თანამშრომლობა გადაწყვიტეს, პირველი პროექტი, რომელიც განვახორციელეთ, იყო „აიეტი TV“, მეორე იყო „ფორტუნა“, ხოლო მესამე პროექტი იყო „მაგთი“. ერთ-ერთი მივლინების დროს, როდესაც ნიუ–იორკში ჩავედი, დიკ შერვინმა საღამოს, რუსულ რესტორანში წასვლა შემომთავაზა, „Russian Samovar“-ი მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავს, მიხეილი ბარიშნიკოვს ეკუთვნოდა. გულწრფელად რომ გითხრათ, მისმა მასპინძლობამ გამაოცა, თუ როგორ ხვდებოდა სტუმრებს. ეს ის პერიოდია, როდესაც რესტორნაში მომუშავე ადამიანებს ცუდად უყურებდნენ, თუმცა ამ პერიოდში რესტორანი რობერტ დე ნირომ, სილვესტერ სტალონემ და ბევრმა სხვა ცნობილმა ადამიანმა გახსნა. მივხვდი, რომ სარესტორნო ბიზნესი და რესტორატორობა ძალიან პრესტიჟული საქმეა. ამის პარალელურად ჩემი შემოქმედებითი წარსული გამახსენდა, წლების განმავლობაში სუხიშვილების წამყვანი სოლისტი ვიყავი, საქართველოს სახალხო არტისტი ვარ. მოკლედ, რესტორნის გახსნა გადავწყვიტე“, - იხსენებს ჯუმბერ ბერაძე.

 

ცნობილი მოცეკვავე გვიყვება, რომ რუსთაველზე პატარა ფართი ჰქონდა, პატარა იყო ის კაპიტალიც, რომელიც რესტორნის კეთებისას ჯუმბერ ბერაძეს გააჩნდა. იხსენებს, რომ პირველი კრედიტი „საქართველოს ბანკში“ აიღო, ახსოვს ის თანხაც, რომლითაც თბილისში ერთ-ერთ პირველი ტავერნა-ბარი უნდა გაეხსნა. 150 000 დოლარი ის პირველი სასესხო კაპიტალია, რომლითაც საქართველოს სახალხო არტისტი სარესტორნო ბიზნესში გადავიდა.

 


„ის პერიოდი იყო, როდესაც საქართველოში აბრეშუმის გზა ძალიან პოპულარული გახდა და ჩვენი ისტორიული წარსული ამოტივტივდა. წაკითხული მქონდა მარკო პოლოს ცხოვრება, რომელიც გენუელებს ტყვედ ჩაუვარდა. ცნობილი მოგზაურის და მწერლის ნაამბობი მოგზაურობაზე ტუსაღმა რუსტიჩანომ ჩაიწერა. მისი გადმოცემით, მარკო პოლომ საქართველო გაიარა, რადგან ის აბრეშუმის გზას უკავშირდებოდა, რომელიც საქართველოზე გადიოდა. რესტორნას „მარკო პოლო“ დავარქვი.

მოვიწვიე არქიტექტორი თენგიზ გოგოლაშვილი და ცნობილ სცენოგრაფი, მხატვარი მურაზ მურვანიძე. მათ ჩემი აზრები გავაცანი, მურაზი აბრეშუმის მუზეუმში წავიდა. რამდენიმე დღე იქ იმუშავა და მასალები შეაგროვა. შემდეგ რუსთაველის თეატრის მთავარი მხატვარი მირიან შველიძე და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დამდგმელი მხატვარი უშანგი იმერლიშვილი მოიწვია. მათთან ერთად დავიწყე მუშაობა. ამოვთხარეთ მიწის ქვეშ ერთი სართული, მოვაწყვეთ ანტრესოლი, სადაც ტავერნა ბარი იყო, შემდეგ ზედა სართულებზე ორი ბინა შევიძინე და ბარ-რესტორნად გადაკეთდა. ობიექტი ძალიან პოპულარული გახდა“, - გვიყვება ცნობილი მოცეკვავე.

 

ჯუმბერ ბერაძე მიიჩნევს, რომ რესტორანი პირველ რიგში არის კარგი მასპინძლობა, კარგი საჭმელი, კარგი ინტერიერი და კარგი მუსიკა. ყველაფერი ამის დასაკმაყოფილებლად, როგორც თვითონ ამბობს, რაც შეეძლო გააკეთა. მისივე თქმით, რესტორანს მაღალი კლასის ინტერიერი ჰქონდა, რომელსაც მიესადაგებოდა საკვები და მუსიკა.

 

იხესენებს, რომ „მარკო პოლო“-ს ძალიან ბევრი ცნობილი სტუმარი ჰყავდა, ახსოვს ისიც, როგორ ურეკავდნენ და სთხოვდნენ, რომ რესტორანში მოხვედრილიყვნენ. თვითონ ბართან ჯდომა უყვარდა, სადაც მეგობრებთან ერთად ალკოჰოლს, ყავას ან ჩაის სვამდა. როგორც გვეუბნება, თუ რამეს აკეთებს, კომპეტენციით და სიყვარულით აკეთებს, სწორედ ამიტომ თვლის, რომ საქმე გამოუვიდა:

 

„თუკი საქართველოში ვინმე კარგი მზარეული იყო, ეს თენგიზ ჩიღვინაძე იყო, ადამიანი, რომელმაც იცოდა რა იყო სამზარეულო. მენიუ რომ მტკიცდება, ის დიეტოლოგთან უნდა იყოს შეთანხმებული. სწორედ ასეთი სიღრმეებით არაჩვეულებრივი მენიუ გავაკეთეთ. შესანიშნავი მომსახურე პერსონალი ჩამოყალიბდა, საოცარი მუსიკა და არაჩვეულებრივი ინტერიერი გვქონდა. წითელ ხეში დამზადდა მარკო პოლოს მოგზაურების ამსახველი პანო, უშანგი იმერლიშვილის საოცარი ესკიზებით იყო გაკეთებული. მთლიანობაში კი უმაღლესი კლასის რესტორანი გამოვიდა“, - ამბობს საქართველოს სახალხო არტისტი.

 

ნახა, რომ რესტორანი დაიხურა, ფართი კი ქირავდება. ამბობს, რომ გული ძალიან დაწყდა, მაგრამ ვერაფერს ცვლის. ბიზნესმენი „კომერსანტთან“ იმ მიზეზებს იხსენებს, რის გამოც ცნობილი რესტორანი გაასხვისა.

 

„სხვა რესტორნის, „ფაეტონის“ გაკეთება დავიწყე, ადგილზე სადაც სანაგვე იყო. შემდეგ იყო „ოქროს კათხა“ და „მუხაბმაზი“ ეს რესტორანი პრაქტიკულად სანაგვეზე ავაშენეთ, ახლაა კი ულამაზესი ბაღებია გაშენებული. „ოქროს კათხა“ და „მუხამბაზი“ ერთ სივრცეშია, 3 500 კვ.მ. შენობა ნაგებობაა, ხოლო 3 600 კვ.მ. ეზო. ბევრი ვიწვალე, დიდი თანხის მოზიდვა დამჭირდა, ამდენად საკრედიტო ვალდებულებებს ვერ გავუმკლავდი და იძულებული გავხდი „მარკო პოლო“ და „ფაეტონი“ გამესხვისებინა“, - გვითხრა ჯუმბერ ბერაძემ.  

 

უკვე რამდენიმე თვეა, რაც დედაქალაქის მთავარი გამზირის ცნობილი რესტორანი ჩაბნელებულია. „მარკო პოლო“ პირველი ლოქდაუნის შემდეგ აღარ გახსნილა. ბოლოს რესტორანს შპს „ეკალა“ მართავდა. კომპანიის დირექტორი ხათუნა გელენიძე გვიყვება, რომ ფართი იჯარით ჰქონდათ აღებული, თუმცა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო რესტორანი დახურეს. იგი თვლის, რომ ახლა მუშაობის განახლებას აზრი არ აქვს, სწორედ ამიტომ მეპატრონეები გადარჩენას ფართის გაქირავებით ცდილობენ. რა ბედი ელის თბილისის ერთ-ერთ უძველეს რესტორანს, ჯერჯერობით უცნობია. იქნება ეს „მარკო პოლოს“ ახალ სიცოცხლე თუ მრავალწლოვანი ისტორიის დასასრული, უახლოეს მომავალში გავიგებთ.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up