ფიქსირებული გადასახადი დღგ-ს ნაცვლად - რას ითხოვს ასოციაცია 100000 ლარზე ნაკლები ბრუნვის მქონე რესტორნებისთვის

ფიქსირებული გადასახადი დღგ-ს ნაცვლად - რას ითხოვს ასოციაცია 100000 ლარზე ნაკლები ბრუნვის მქონე რესტორნებისთვის

access_time2022-10-31 10:00:23

რესტორატორთა ასოციაცია იმ სარესტორნო ობიექტებისთვის, რომლებსაც 100 000 ლარზე ნაკლები ბრუნვა აქვთ დღგ-ის გაუქმებას და ფიქსირებული გადასახადის დაწესებას ითხოვს. თუ რას შეცვლის ამ მოთხოვნის შესრულება ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ ისაუბრა. 


მისი თქმით. იმისათვის, რომ  სარესტორნო ბიზნესში არსებული სიტუაცია უკეთესი გახდეს რესტორნებს და კაფე-ბარებს შორის დივერსიფიცირება უნდა მოხდეს. 



„დღევანდელი ტენდენცია დადებითია, ასევე მოსალოდნელია, რომ ტურისტების სიმრავლე მომავალშიც გაიზრდება. თუმცა დღეს ბაზარზე არსებული იმ რესტორნების პრობლემა, რომელთა თვიური ბრუნვა 100 000 ლარზე ნაკლებია მუშა-ხელია. თუმცა თუ დღეს აღნიშნული კვების ობიექტები და რესტორნები თავის შენახვას ახერხებენ გარკვეული პერიოდის მერე ეს პრობლემატური იქნება. ამიტომ აუცილებელია, რომ მათთვის გარკვეული საგადასახადო წნეხი მოხსნილი იყოს, იმისათვის, რომ მათ თავიანთი თანამშრომლების შენახვა შეძლონ. 



ამაში იგულისხმება, დღგ-ს ანუ ბრუნვის და არა მოგების გადასახადი, ხშირად ეს გადასახადი იმ რესტორნებისთვის, რომელთა ბრუნვაც არ არის დიდი დამატებითი წნეხია და რესტორნები ყოველთვიური პრობლემების წინაშე დგანან. ისინი იხდიან დღგ-ს დისტრიბუციის  გადასახადის გადავადების, ან თანამშრომლებისთვის ანაზღაურების დაგვიანების ხარჯზე. შესაბამისად ჩვენი იდეაა, რომ ასეთი ტიპის რესტორნებისთვის მოიხსნას დღგ-ის გადასახადი და დაწესდეს ფიქსირებული გადასახადი. ამ წნეხისგან განთავისუფელება ბიზნეს თანამშრომლების მოზიდვის საშუალებას მისცემს და დიდშემოსავლიანი რესტორნების მიმართ კონკურენტუნარიანს გაზდის“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ. 




მეორე საკითხი რაზეც რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ისაუბრა, საშემოსავლო გადასახადია. მისი თქმით, იმ ადამიანს ვისი ხელფასიც თვეში 1 მაქსიმუმ  1500 - 2000 ლარია საშემოსავლო გადასახადის ნახევარი უნდა დაუბრუნდეთ. ბურჯანაძის თქმით, ამით ბიუჯეტს ბევრი არაფერი არ დააკლდება. 



„საშემოსავლო გადასახადი, რომელიც რეალურად დასაქმებულის მიერ არის გადახდილი, თვითონ დასაქმებულს ამაზე  წარმოდგენა არ აქვს. მაგალითად როდესაც დასაქმებულის ხელფასი არის 1000 ლარი, ის ბიუჯეტში იხდის 250 ლარს. ჩვენი იდეაა, რომ 250  ლარიდან ნახევარი,  გადახდის შემდეგ, დაუბრუნდეს ისევ დასაქმებულს. ეს შეეხოს რესტორნებში დასაქმებულ ადამიანებს, რომელთა  ხელფასებიც 2000 ლარამდეა და  ეს  ადამიანები უფრო მოტივირებულები იქნებიან, რომ სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი შემოსავლის წყარო გაუჩნდებათ და მეტი მოტივაცია ექნებათ იმისთვის, რომ რესტორნებში დასაქმდნენ.


ეს საკითხი მოკლევადიან პერსპექტივაში არ გადაწყდება, მაგრამ იმისთვის, რომ ასეთი ტიპის რესტორნებმა მუშა-ხელის შენარჩუნება შეძლონ და შეძლონ, რომ ბრუნვამ 100 000 ლარს გადააჭარბოს ეს ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია“, -  აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ. 



ბურჯანაძის თქმით, არსებული მოდელი გერმანიაში 2006  წელს იყო,  მაშინ როდესაც გერმანიას დასაქმებასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა.


„ამ მოდელის განვითარებით გერმანიამ შეძლო ადამიანების შენარჩუნება. მაგალითად, ის ადამიანები, რომლებიც სოციალურად დაუცველები იყვნენ დასაქმდნენ, ადამიანებს  რომლებსაც დაბალი შემოსავალი ქონდათ  გაეზარდათ  შემოსავალი. ეს ნაბიჯი შეაჩერებს იმ მიგრაციასაც რასაც დღეს საქართველოში ვუყურებთ და ადამიანები შეძლებენ, რომ საქართველოში თავი ბედნიერად იგრძნონ“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.



თაკო კვაჭანტირაძე







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up