რესტორატორთა ასოციაციის მიერ სპეციალური სასწავლებელი იქმნება, სადაც დასაქმების მსურველი ადამიანების მომზადება მოხდება

რესტორატორთა ასოციაციის მიერ სპეციალური სასწავლებელი იქმნება, სადაც დასაქმების მსურველი ადამიანების მომზადება მოხდება

access_time2022-11-11 18:00:17

რესტორატორთა ასოციაციამ დასაქმების პრობლემის გადაჭრის გზას მიაგნო. როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში გადაცემაში „კომერსანტის დილა“ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, რესტორატორთა ასოციაციის მიერ იქმნება სპეციალური სასწავლებელი, სადაც დასაქმების მსურველი ადამიანების გადამზადება/მომზადება მოხდება, რომელთაც შემდგომ რესტორნები აიყვანენ და უკვე მცოდნე კარგს დასაქმების პრობლემა აღარ შეექმნება.


„ძალიან დიდი პრობლემაა ქვეყანაში კადრების კუთხით, სამწუხაროდ ეს საკითხი არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი სფეროს პრობლემა. ზოგადად პარადოქსია, მაგრამ ბევრი უმუშევარია და დიდი მოთხოვნა სამუშაო ადგილებზე. ამ ფონზე გადავწყვიტეთ პრობლემების ჩვენებურად მოგვარება დავიწყოთ. ანუ რესტორატორთა ასოციაციის მხრიდან ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ საკითხი გარკვეულწილად მოგვარდეს. შეიძლება ჩვენ პრობლემა მთლიანად ვერ აღმოვფხვრათ, მაგრამ დასაწყისისთვის თუ ნაბიჯებს არ გადავდგამთ შედეგს ვერ მივიღებთ. ის ფაქტი, რომ ჩვენს სფეროში არის კადრების დეფიციტი ამას სჭირდება გადაჭრა. ვმუშაობთ იმაზე, რომ შევქმნათ რესტორატორთა ასოციაციის სკოლა, რომელიც შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე სწავლების შესაძლებლობას იძლევა. სკოლაში სწავლება შეეძლებათ და პროფესიის მიღება სარესტორნო სფეროში დასასაქმებელ ადამიანებს, რომელთაც სურვილი აქვთ, რომ ამა თუ იმ მიმართულებით მიიღონ პროფესიული განათლება. შესაბამისად ამ სკოლის კურსდამთავრებული 100%-ით გარანტირებული იქნებიან დასაქმებით. ჩვენ საკმაოდ დიდი რაოდენობის რესტორნებს მოვიცვათ, რომელთაც დასაქმების შესაძლებლობა აქვთ. შესაბამისად ის ადამიანები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ ჩვენ სფეროში დასაქმდნენ, მიიღებენ როგორც თეორიული ასევე პრაქტიკულ განათლებას. შესაბამისად დასაქმების პრობლემა აღარ იქნება. ეს იქნება კვალიფიციური კადრი, რომელიც მზად იქნება უკვე რესტორანში სამუშაოდ“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.



მისივე თქმით, პროფესიული სასწავლებლები დღეს ქვეყანაში მრავლადაა, თუმცა მისი აზრით სახელმწიფო აფინანსებს ისეთ მიმართულებებს რომელიც დღეს მოთხოვნადი არ არის. „ფულის ჩასხმა უნდა იყოს იმ მიმართულებებზე, რაზეც მოთხოვნა არის“- მიიჩნევს ბურჯანაძე.


„ჩვენ სამწუხაროდ ვერ შევძლებთ, რომ მთლიანი ბაზრის შესაძლებლობების დასაქმება მოვახდინოთ, რადგან მოთხოვნა ძალიან დიდია. მთავარია პირველი ნაბიჯები გადავდგათ, რაც გარკვეულ შვებას მისცემს ინდუსტრიას, რომ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლოთ ამის გაკეთება. ამას ასევე ვერ შევძლებთ მარტო. აქ აუცილებლად საჭიროა სახელმწიფოს დახმარება და გვერდით დგომა, რომ ბიზნესმა და სახელმწიფომ ერთად შეძლოს ამ პროექტის განხორციელება“, - განმარტავს ბურჯანაძე.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up