„რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე - „მწვანე პასპორტის“ ამოქმედების შემდეგ  სარესტორნო სფეროში სტუმრების რაოდენობა შემცირდა და პრობლემების ქვეშ მყოფი სფერო კიდევ უფრო დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა

„რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე - „მწვანე პასპორტის“ ამოქმედების შემდეგ სარესტორნო სფეროში სტუმრების რაოდენობა შემცირდა და პრობლემების ქვეშ მყოფი სფერო კიდევ უფრო დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა

access_time2021-12-15 20:00:00

„რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, შოთა ბურჯანაძის გაცხადებით, „მწვანე პასპორტების“ ამოქმედების შემდეგ სარესტორნო სფეროში სტუმრების რაოდენობა შემცირდა და შესაბამისად, „პრობლემების ქვეშ არსებული სფერო კიდევ უფრო დიდი პრობლემების ქვეშ აღმოჩნდა“.


როგორც შოთა ბურჯანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, რესტორნებისთვის დროის შეზღუდვის მოხსნა კარგი გადაწყვეტილებაა, თუმცა არ არის საკმარისი და სხვადასხვა ღონისძიების, მათ შორის ქორწილის გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვებიც უნდა მოიხსნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ბევრი რესტორანი დაიკეტება და ადამიანები უსამსახუროდ დარჩებიან.


ამასთან, შოთა ბურჯანაძის განმარტებით, რესტორანს უნდა მიეცეს „მწვანე ზონად“ ყოფნასთან დაკავშირებით არჩევანის საშუალება. კერძოდ, იმ რესტორანს, რომელიც „მწვანე ზონად“ ყოფნას აირჩევს, უნდა მოეხსნას დაწესებული შეზღუდვები, ხოლო რესტორნისთვის, რომლისთვისაც „მწვანე ზონად“ ყოფნა არ იქნება მისაღები, შეზღუდვები ძალაში დარჩეს.


„სამწუხაროდ, მოლოდინი, რომელიც არსებობდა, გამართლდა, რომ „მწვანე პასპორტები“ იმ ფორმით რა ფორმითაც დღეს არის დანერგილი საზოგადოებისთვის, ბიზნესისთვის, სახელმწიფოსთვის შედეგს ვერ გამოიღებდა. ჩვენ ხშირად აღვნიშნავდით იმ კონტრპროდუქტიულობას, რაც არსებული „მწვანე პასპორტის“ განვითარებას აქვს ბიზნესოპერატორებისთვის. აღნიშნული განსაკუთრებით პრობლემაა რეგიონებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ცოტა ადამიანია აცრილი, რეალურად სარესტორნო სფეროს სტუმრების რაოდენობა დააკლდა და შესაბამისად, პრობლემების ქვეშ არსებული სფერო, კიდევ უფრო პრობლემების ქვეშ აღმოჩნდა.



თუ სასწრაფოდ არ მოხდება „მწვანე პასპორტების“ ფორმის შეცვლა და ეს სარესტორნო სფეროსთვის ნებაყოფლობითი არ იქნება ან არ შეიცვლება მიმართულებები, ბევრი რესტორანი დაიხურება და ძალიან ბევრი ადამიანი სამსახურს დაკარგავს.


გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ქორწილების თუ სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით არის შეზღუდვები, პრობლემა ძალიან დიდია. „მწვანე პასპორტის“ შექმნისა და უსაფრთხო ზონის შექმნის შემთხვევაში, აღნიშნული რეგულაციები უნდა მოხსნილიყო, სამწუხაროდ, ეს ნაბიჯი გადადგმული არ არის და შედეგები სავალალოა.


ის რაც გაკეთდა დროის შეზღუდვასთან დაკავშირებით, იყო სწორი ნაბიჯი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. იმ შემთხვევაში, თუ რესტორანი იქნება „მწვანე ზონა“, მას უნდა მოეხსნას შეზღუდვები, რაც ღონისძიებების, მათ შორის ქორწილის გამართვას უკავშირდება, ხოლო თუ ბიზნესობიექტი გადაწყვეტს, რომ მისთვის „მწვანე ზონა“ არ არის მისაღები, მისთვის შეზღუდვები უნდა დარჩეს. ამ შემთხვევაში ეს იქნებოდა გამოსავალი, როგორც ბიზნესოპერატორისთვის, საზოგადოებისთვის, დამკვეთისთვის, ასევე საქართველოში ეკონომიკური განვითარებისთვის. ის ვითარება, რაც დღეს გვაქვს, არის კონტრპროდუქტიული ყველა მიმართულებით“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.



ipn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up