„რესტორნების დიდი ნაწილი კრიზისიდან ვერ გამოდის“ - ბიზნესი შეღავათებს კიდევ ითხოვს

„რესტორნების დიდი ნაწილი კრიზისიდან ვერ გამოდის“ - ბიზნესი შეღავათებს კიდევ ითხოვს

access_time2022-04-05 15:10:00

სარესტორნო ბიზნესისთვის 2021 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლება შეღავათია, თუმცა საკმარისი არ არის.

როგორც "რესტორატორთა ასოციაციის" თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე აცხადებს, ბიზნესს დამატებით წინადადებებზე ეკონომიკის სამინისტროსთან საუბარი კიდევ აქვს.

„ჩვენ დიდი ხანია გვქონდა ეკონომიკის სამინისტროსთან საუბარი ამ საკითხზე და არა მარტო ამ საკითხზე, კიდევ გვაქვს დამატებითი წინადადებები, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია სფეროსთვის.

ქონების გადასახადი სასარგებლოა ბიუჯეტისთვის, ბიზნესისთვის მხოლოდ გასავალია და თუ ეს გასავალი შეჩერდება, რა თქმა უნდა ეს თანხა მიიმართება რეინვესტირებისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის და ვადებულებების გასტუმრებისთვის.

ამ შეღავათით სფეროში პრობლემა არ გადაწყდება. იმედია ეკონომიკის სამინისტროსთან იმ წინადადებებზე, რომელზეც საუბარი გვაქვს, შეთანხმებას მივაღწევთ, რაც სფეროსთვის მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.


მისი თქმით, ეპიდემიის განმავლობაში შექმნილი ვითარება სეგმენტის ძალიან მცირე ნაწილისთვის მტკივნეული არ ყოფილა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სფერო სრულად იყო დაკეტილი. თუმცა, დიდი ნაწილი დღემდე რთულ სიტუაციაშია და კრიზისიდან ვერ გამოდიან - მათ აქვთ დავალიანებები, დაკარგული ობიექტები.

„რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, დღეს სარესტრონო სფეროსთვის უდიდესი პრობლემაა კადრების ნაკლებობა. ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოვჩნდებით იმ ვითარებაში, როდესაც გვეყოლება ტურისტი და მომსახურებას ვერ შევძლებთ. სამწუხაროდ ბევრი ადამიანისთვის არასტაბილურია, დაბალანაზღაურებადი. შესაბამისად, მოთხოვნა არ არის. ბევრი სხვა სფეროში გადავიდა, ზოგი ქვეყანას ტოვებს.

როდესაც ახალ წინადადებებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ისევ გადასახადებზე ლაპარაკი. არ მინდა დავწვრილმანდე, რა კუთხით არის ეს შესაძლებელი, რადგან ახლა მოლაპარაკებები მიდის და იმედია შედეგს მივაღწევთ“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up