რესტორნებსა და კაფეებში საშუალო დანახარჯი ერთეულ ტრანზაქციაზე უცვლელად, 35 ლარს უტოლდება - თიბისი კაპიტალი

რესტორნებსა და კაფეებში საშუალო დანახარჯი ერთეულ ტრანზაქციაზე უცვლელად, 35 ლარს უტოლდება - თიბისი კაპიტალი

access_time2022-09-03 11:00:45

22-28 აგვისტოს პერიოდში, ჯამური უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდის ტემპი მცირედით გაიზარდა და 3.3% შეადგინა, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობის წლიური ზრდა 22%-ს გაუტოლდა, აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებულ „მომხმარებლის დანახარჯების დინამიკაში (აღდგენის დინამიკა)“.

მათივე განმარტებით, 22-28 აგვისტოს პერიოდში, უნაღდო დანახარჯების ზრდა სურსათზე შენელდა და 28% შეადგინა 2021 წელთან შედარებით. საშუალო დანახარჯი სურსათზე სტაბილურია და ერთეულ ტრანზაქციაზე 16 ლარს უტოლდება.


საანგარიშო პერიოდში, თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპი უცვლელად შენარჩუნდა და 2021 წლის დონესთან შედარებით 39% შეადგინა. ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი შემცირდა და 335 ლარს გაუტოლდა.


იმავდროულად, არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპი, თიბისი ბანკის არხებით, მცირედით გაიზარდა და 47% შეადგინა 2019 წელთან შედარებით.


„22-28 აგვისტოს პერიოდში, უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი რესტორნებსა და კაფეებში, თიბისი ბანკის არხებით, გაუმჯობესდა და 2021 წელთან შედარებით 67% შეადგინა. საშუალო დანახარჯი ერთეულ ტრანზაქციაზე უცვლელია და 35 ლარს უტოლდება.


უნაღდო დანახარჯები გართობაზე, თიბისი ბანკის არხებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა და წლიურმა ზრდის ტემპმა შეადგინა 102%.


22-28 აგვისტოს პერიოდში, უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა ტანსაცმელსა და აქსესუარებზე, თიბისი ბანკის არხებით, შენელდა და 41%-ს გაუტოლდა, ხოლო ტრანზაქციის საშუალო მოცულობა 99 ლარამდე გაიზარდა.



უნაღდო დანახარჯები სხვა საცალო მაღაზიებში ბოლო კვირების განმავლობაში სტაბილურობას ინარჩუნებს და წლიურმა ზრდამ 22-28 აგვისტოს პერიოდში 12% შეადგინა.


22-28 აგვისტოს პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და 2021 წელთან შედარებით +8% შეადგინა.


15-21 აგვისტოს პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციები გაიზარდა და +28% წლიური ზრდა დაფიქსირდა.


22-28 აგვისტოს პერიოდში, სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯების ზრდა, თიბისი ბანკის არხებით, შენელდა და 2021 წელთან შედარებით 32%-ს გაუტოლდა.


ელექტრონიკაზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპში კლება დაფიქსირდა და 2021 წლის დონესთან შედარებით 25% შეადგინა.


უნაღდო დანახარჯები ავეჯსა და მოწყობილობებზე მცირედით გაუმჯობესდა და წლიურმა ზრდამ 46% შეადგინა.


22-28 აგვისტოს პერიოდში, უნაღდო დანახარჯები საწვავზე, თიბისი ბანკის არხებით, მნიშვნელოვნად შემცირდა და წლიურმა ზრდამ 7% შეადგინა. საშუალო დანახარჯი ტრაზაქციაზე კვლავ მაღალია და 64 ლარს უტოლდება.


მანქანის შეკეთებაზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი შენელდა და 2021 წელთან შედარებით 30% შეადგინა. საშუალო დანახარჯმა ტრანზაქციაზე ასევე მცირედით დაიკლო და 87 ლარს გაუტოლდა.


22-28 აგვისტოს პერიოდში, უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი ფარმაციაზე, თიბისი ბანკის არხებით, გაიზარდა და წლიურად 10%-ს გაუტოლდა. უნაღდო დანახარჯები პირად ჰიგიენაზე სტაბილურია და ზრდამ 26% შეადგინა 2021 წელთან შედარებით.


უნაღდო დანახარჯები ექიმთან ვიზიტებზე მცირედით გაიზარდა და წლიურმა ზრდამ 17% შეადგინა. სამედიცინო აღჭურვილობაზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი შემცირდა და 10%-ს გაუტოლდა 2021 წელთან შედარებით“,  აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up