დღეს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ოფიციალურად გამოაცხადებს.
დონალდ ტრამპი განცხადებას ფლორიდის შტატში მდებარე თავისი რეზიდენციიდან, ადგილობრივი დროით 21:00 საათზე გააკეთებს.
„იმედია, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.