მაღალი ინფლაციისა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, აშშ-ის ეკონომიკა რეცესიის რეალური საფრთხის წინაშე არ დგას, ამის შესახებ აშშ-ის ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელმა ჯანეტ იელენმა განაცხადა.
„ამჟამად არაფერი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ქვეყანაში რეცესიული მდგომარეობა ვითარდებოდეს, თუმცა მოსახლეობა ინფლაციის ზრდით უკმაყოფილოა და მე მესმის მათი.
როცა ვთქვი, რომ ინფლაცია დროებითი პრობლემა იქნებოდა, მაშინ არ ველოდი მოვლენების ასეთ განვითარებას. ვერ წარმოვიდგენდი, რომ covid-19-ის რამდენიმე შტამთან გამკლავების შემდეგ, სურსათისა და ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდა მოხდებოდა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრითაა გამოწვეული“ — განმარტა მან.
ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპული და ბრიტანული ფირმების მხრიდან რუსული ნავთობის გადამზიდავი ტანკერების დაზღვევის დაბლოკვის გეგმამ, შეიძლება შეანელოს ნედლი ნავთობის მიწოდება და შეწყვიტოს კრემლის დაფინანსების წყარო. მისი თქმით, აშშ და ევროპა ეძებენ გზას, რომ შეზღუდონ რუსეთის ნავთობის შემოსავლები ფასების ზრდის გარეშე.
reuters.com