საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs ნავთობის ფასის მიმდინარე და 2023 წლის პროგნოზს ზრდის.
გაზრდის მიზეზი OPEC+-ის გადაწყვეტილებაა, რომელიც ნავთობის მოპოვების 2 მილიონით შემცირებას გულისხმობს, რაც COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ ნავთობის მოპოვების ყველაზე მასშტაბური შემცირებაა. OPEC+-ის წევრი ქვეყნები, რომელშიც რუსეთიც შედის, ნავთობის მოპოვების შემცირებაზე ოთხშაბათს შეთანხმდნენ. ამ ნაბიჯით ჯგუფი ნავთობის ფასის ვარდნის შეჩერებას ცდილობს. მათი განმარტებით, გადაწყვეტილება ემყარება გაურკვევლობას, რომლითაც მოცულია გლობალურ ეკონომიკა და ნავთობის ბაზრის პერსპექტივა. ჯგუფის გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია აშშ-ში, სადაც ენერგიის გამო, ისედაც გაზრდილმა სამომხმარებლო ფასებმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გამოიწვია.
Goldman Sachs-მა მიმდინარე წლის ბრენტის ნავთობის ფასის პროგნოზი $99-დან $104-მდე, ხოლო 2023 წლის პროგნოზი ბარელზე $108-დან $110-მდე გაზარდა.
ამერიკულმა ბანკმა ასევე გაზარდა 2022 წლის მეოთხე კვარტლის და 2023 წლის პირველი კვარტლის Brent-ის ფასის პროგნოზი 10 დოლარით ბარელზე 110 და 115 დოლარამდე.
ნავთობის ფასმა მატება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ OPEC+ ნავთობის მოპოვების შემცირებას აპირებდა.
reuters.com