რუსეთში პირველი რადარებისთვის უხილავი ბომბდამშენის (Stealth Bomber) მშენებლობა დაიწყეს, - ინფორმაციას Reuters-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ბომბდამშენის მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაცია მომდევნო წელს იგეგმება.
სარაკეტო გადამზიდი PAK DA 1997 წლის ამერიკულ U.S. B-2-ს გაუწევს კონკურენციას.
Stealth Bomber-ი - ესაა თვითმფრინავი, რომელიც იყენებს სტელსის ტექნოლოგიას, რათა არ მოხვდეს რადიოლოკაციური დეტექტირების ქვეშ, შეზღუდოს ხილვადობა ინფრაწითელი გამოსხივების, ვიზუალური, აუდიო და რადიო სიხშირეების დიაპაზონებში. სტელსის ტექნოლოგიის განვითარება გერმანიაში დაიწყო მეორე მსოფლიო ომის დროს.
Imedinews.ge