უკრაინის შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მომავალ კვირას, ნიუ იორკში გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერესთან ერთად განიხილავს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს..
გაერო-ში რუსეთის ელჩის, ვასილ ნებენზიას თქმით, ლავროვმა და დელეგაციის წევრების უმეტესობამ ნიუ ორკში ვიზიტისთვის ამერიკის ვიზები უკვე მიიღეს.
მისი თქმით, მცდელობები უშედეგოა და რუსეთისთვის არაფერი იცვლება, თუმცა ახლო მომავალში პროგრესის დანახვა სურთ.
მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება გასული წლის ივლისში გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით დაიდო. თანამშრომლობის მიზანი იყო გლობალური სასურსათო კრიზისის დაძლევა, რაც რუსეთ-უკრაინის ომმა წარმოშვა.