Twitter-ის ხელმძღვანელმა პარაგ აგრავალმა კომპანიის თანამშრომლებს აცნობა, რომ მისი მომავალი გაურკვეველია მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელი Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა იყიდა, წერს სააგენტო Reuters. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა საერთო კრებაზე თქვა.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
„ჩვენ არ ვიცით, რა მიმართულებით წავა კომპანია მას შემდეგ, რაც გაიგება დაიხურება“, – განმარტა აგრავალმა. მან კოლეგებს ურჩიე, ეს კითხვა უშუალოდ ილონ მასკს დაუსვან და დასძინა, რომ მოგვიანებით მასკი კითხვა–პასუხის სესიას გამართავს პლატფორმის თანამშრომლებთან.
Twitter-ის ხელმძვანელმა ისიც აღნიშნა, რომ თანამდებობის დატოვების გეგმას არ განიხილავს.
ილონ მასკის მიერ სოციალური ქსელი Twitter-ის $44 მილიარდად ყიდვის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 25 აპრილს გავრცელდა.