Reuters: რუსეთი საქართველოს გავლით ბულგარეთს თხევად გაზს მიაწოდებს

Reuters: რუსეთი საქართველოს გავლით ბულგარეთს თხევად გაზს მიაწოდებს

access_time2022-07-13 09:00:49

რუსი ექსპორტიორები თხევად ნავთობის აირს (LPG) ბულგარეთს ფოთის პორტის გავლით მიაწვდიან. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ფინანსურ ანალიტიკურ პლატფორმა „რეფინიტივ იკონზე“ დაყრდნობით ავრცელებს. ეს გადაზიდვები, სავარაუდოდ, ივლისში დაიწყება.


„ფოთის პორტის გავლით ნავთობის თხევადი აირის მიწოდება განიხილება იმის გამო, რომ სხვა საექსპორტო მარშრუტებით გაყიდვების შესაძლებლობა შეზღუდულია“, აცხადებს სააგენტო „როიტერსთან“ საუბრისას ინდუსტრიის წარმომადგენელი.


არსებული მონაცემებით, ბულგარეთი თვეში დაახლოებით, 30 000–35 000 ტონა თხევად ნავთობის აირს მოიხმარს. თავად ყოველთვიურად 10 000 ტონას აწარმოებს, დანარჩენს კი რუმინეთიდან და რუსეთიდან იღებს.


თხევად ნავთობის გაზის რუსეთის ქალაქ ურგუტიდან ფოთამდე სარკინიგზო გადაზიდვა და შემდეგ ფოთის პორტიდან ბორნით ვარნამდე ჩატანა 50%-ით ძვირი ჯდება, ვიდრე უკრაინის გგავლით ჯდებოდა. სურგითიდან 1 ტონა ტვირთის გადაზიდვა 260-280 დოლარი ღირს, ფოთიდან ვარნამდე ბორნის მომსახურება კი დამატებით 130-150 დოლარი.



რუსეთმა, რუმინეთში, უნგრეთსა და მოლდოვაში თხევადი აირის სარკინიგზო ტრანსპორტირება უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას შეწყვიტა. ომამდე ამ ქვეყნებს რუსული თხევადი გაზი უკრაინის გავლით მიეწოდებოდა.


უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, რუსეთიდან თხევადი გაზის შესყიდვა შეწყვიტა ფინეთმა. გასულ წელს, უკრაინასა და ფინეთში, რუსეთმა თავისი თხევადი გაზის 25% გაიტანა.


ნავთობის თხევადი გაზი წარმომავლობის გარდა, გათხევადებული ბუნებრივი აირისგან, ტრანსპორტირების არჩევანისგანაც განხვავდება. ნავთობის თხევადი გაზის გადაზიდვა ტანკერებითა და ცისტერნებით არის შესაძლებელი, გათხევადებული ბუნებრივი აირი კი, როგორც წესი, მილსადენენებით იგზავნება ან მის შესანახად და გადასაზიდად, სპეციალიურად ამ მიზნისთვის დამზადებული ავზები გამოიყენება.


www.amerikiskhma.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up